“ბიზნეს ინგლისურის კურსებზე დაინტერესება დიდია” – EduHub-ის დამფუძნებლები

ბიზნეს ინგლისურის კურსებზე დაინტერესება დიდია, – ამის შესახებ ინგლისური ენის სკოლა EduHub-ის თანადამფუძნებელმა ანა ეგუტიძემ bm.ge-ის განუცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სკოლას ინგლისური ენის სხვადასხვა კურსები აქვს, მათ შორის, იურიდიული ინგლისური და საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები, ბიზნეს ინგლისურზე მოთხოვნა მაინც ყველაზე დიდია.
“ბევრ შემდგარ პროფესიონალს სჭირდება ინგლისური ენა სამუშაო სივრცეში გამოსაყენებლად. ასევე გვყავს ბევრი ისეთი მოსწავლეც, რომლებიც გეგმავენ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას და ამისთვის მათ უპირველესად ბიზნეს ინგლისურზე უწევთ მუშაობა”, – ამბობს ანა ეგუტიძე.
ცნობისთვის, EduHub-ი ინგლისური ენის სკოლაა, რომელიც FLEX პროგრამის კურსდამთავრებულებმა ანა ეგუტიძემ და ედგარ ჯილავიანმა -ში განათლების მიღების შემდეგ დააარსეს. სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ინგლისური ენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეისწავლონ და ასევე, შეასწავლონ. გარდა იმისა, რომ ინგლისური ენის კურსები ხელმისაწვდომია თბილისის ოფისში, ასევე ისინი შემოთავაზებულია ონლაინ. ინგლისური ენის სხვა სკოლებისგან განსხვავებით, EduHub-ი ენის შესწავლის გარდა, მსურველებს საკონსულტაციო შეხვედრებს სთავაზობს გაცვლითი პროგრამებისა და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებზე.
“ყველასგან განსხვავებული მაინც ის გვაქვს, რომ ჩვენთან ყველა მასწავლებელს განათლება აქვს მიღებული აშშ-ში. საკონსულტაციო შეხვედრებს ატარებენ თავად ის ადამიანები, რომლებთან გავლილი აქვთ ეს გაცვლითი პროგრამები, მიღებული აქვთ შესაბამისი დაფინანსება და თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე სწორ რჩევებს აძლევენ დაინტერესებულ პირებს”, – ამბობს ანა ეგუტიძე.
EduHub-ი ერთ წელზე მეტია დაარსდა და უკვე ასობით მომხმარებელი ჰყავს. მასწავლებლებს შორის კი არიან როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი და ბრიტანელი მასწავლებლები.
“გვაქვს როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური და მცირე ჯგუფებისთვის განკუთვნილი კურსები, რომელიც მიჰყავთ ამერიკელ და ქართველ მასწავლებლებს. ინდივიდუალური კურსის აღების შემთხვევაში იქმნება მოსწავლის საჭიროებებსა და დონეზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რაც ენის მოკლე დროში გაუმჯობესებას უწყობს ხელს”, – ამბობს EduHub-ის კიდევ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და დირექტორი ედგარ ჯილავიანი.

გარდა ამისა, FLEX პროგრამის კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი სკოლა ინგლისური ენის კურსების გარდა, მოსწავლეებს სთავაზობს საკონსულტაციო შეხვედრებს საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობებისა და დაფინანსების მოპოვების შესახებ. ამ მიზნით, EduHub-ში შესაძლებელია სიმულაციური ინტერვიუების გავლა ინგლისურ ენაზე, სასწავლო გაცვლითი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება, მოწვეულ ექსპერტთან ერთად CV-ისა და სამოტივაციო წერილის სტრუქტურირებაში კონსულტაციის მიღება და სხვა.
EduHub-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ სექტემბრიდან სერვისების კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება, როგორც თბილისის ოფისში, ასევე ონლაინ.
“ვმუშაობთ, რომ გაცილებით მეტი ტიპის ინგლისური ენის კურსი იქნეს შემოთავაზებული ამერიკელ მასწავლებლებთან ერთად. ასევე, ვგეგმავთ, რომ ჩვენი საკონსულტაციო სერვისები გაცილებით მრავალფეროვანი გავხადოთ და მეტი ქვეყანა დავფაროთ. ჩვენს მთავარ მიზნად კი, ხარისხიანი საგანმანათლებლო სერვისებით რაც შეიძლება მეტი ადამიანის დახმარება რჩება”, – განაცხადეს თანადამფუძნებლებმა.