ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს

დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, პაპიაშვილის პირადი ავტომანქანა მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც მას სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა.
ჩხრეკას ადვოკატი და თავად ბრალდებული ესწრებოდნენ.
რაც შეეხება ამოღებულ თანხას, თავად ბრალდებული ამბობს, რომ ეს ადვოკატისთვის გადასაცემი ჰონორარი იყო და ვინაიდან დაკავებას ელოდებოდა, თანხა მანქანაში ადვოკატისთვის მისაცემად ჰქონდა შენახული.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება ბრალდებულებების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთის შესაძლო მცდელობაზე. მისი თქმით, სწორედ ამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ჩხრეკაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი