ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეს სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება – გირაო, პატიმრობით შეუცვალა. მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი გირაო ძალაში დაუტოვა.
გიორგი ჩიკვაიძე საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილეა. უკვე 100 დღეზე მეტია, ამ აქციებზე ახალი ს ჩატარებას მოითხოვენ.
პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე:
„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [ გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.
ამას გარდა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, არ მონაწილეობდნენ მოწმეების დაკითხვაში, „კითხვებს არ უსვამდნენ“ და „მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ საქმეს“.
საპასუხოდ გიორგი ჩიკვაიძემ თქვა, რომ პროკურატურას მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ემზადებოდა.
„არც ვიცი, სად არის სადახლოს გამშვები პუნქტი. იონჯის თესლი ჩავიტანე ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სართიჭალის ცენტრში, მეგობარ ოჯახთან, მანქანიდან გადმოვიტანე ორი მეშოკი და წამოვედი“, – თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
საზღვრის კვეთის მცდელობის ან მომზადების საქმეზე მტკიცებულებებს ითხოვდა ადვოკატიც. ამას გარდა, მისთვის უსაფუძვლოა ბრალდებები სხდომების გაცდენასთან დაკავშირებით:
„გამოძიების დაწყებას არაფერი უნდა, ნებისმიერი პოლიციელი იტყვის, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და დაიწყება გამოძიება. სატელიტის ამონაწერები მაინც მოგეტანათ, ან სხვა მტკიცებულება. რაც შეეხება დასწრებას, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ – ორ-სამჯერ ავადმყოფობის გამო. ამას გარდა, ალბათ ასობით სხდომა ტარდება ბრალდებულის დასწრების გარეშე“, – თქვა ადვოკატმა სხდომათა დარბაზში.
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.
ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.
ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა – მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.
გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ დაფმუძნებლის, ს ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, – რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, – „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. თავდაპირველად სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000-50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა სხდომაზე თქვა, რომ ბიზნესმენების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობაზე:
„მიღებულია ინფორმაცია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით, ის [ გიორგი ჩიკვაიძე] იმყოფებოდა სადახლოსთან ახლოს 6-7 მარტს, რაზეც დაიწყო გამოძიება. მიმდინარე გამოძიება ახალი გარემოებაა აღკვეთის ღონისძიების გადასახედად“.
ამას გარდა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი არ ესწრებოდნენ სასამართლო პროცესებს, არ მონაწილეობდნენ მოწმეების დაკითხვაში, „კითხვებს არ უსვამდნენ“ და „მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ საქმეს“.
საპასუხოდ გიორგი ჩიკვაიძემ თქვა, რომ პროკურატურას მტკიცებულება არ ჰქონდა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს, რომ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ემზადებოდა.
„არც ვიცი, სად არის სადახლოს გამშვები პუნქტი. იონჯის თესლი ჩავიტანე ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სართიჭალის ცენტრში, მეგობარ ოჯახთან, მანქანიდან გადმოვიტანე ორი მეშოკი და წამოვედი“, – თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
საზღვრის კვეთის მცდელობის ან მომზადების საქმეზე მტკიცებულებებს ითხოვდა ადვოკატიც. ამას გარდა, მისთვის უსაფუძვლოა ბრალდებები სხდომების გაცდენასთან დაკავშირებით:
„გამოძიების დაწყებას არაფერი უნდა, ნებისმიერი პოლიციელი იტყვის, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია და დაიწყება გამოძიება. სატელიტის ამონაწერები მაინც მოგეტანათ, ან სხვა მტკიცებულება. რაც შეეხება დასწრებას, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ – ორ-სამჯერ ავადმყოფობის გამო. ამას გარდა, ალბათ ასობით სხდომა ტარდება ბრალდებულის დასწრების გარეშე“, – თქვა ადვოკატმა სხდომათა დარბაზში.
38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, რამდენიმე თვეა ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებს, „ფიზიკური ლიკვიდაციის“ რისკზე საუბრობს.
ბიზნესპარტნიორების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა მათი ყოფილი კლიენტის, სამშენებლო კომპანია ETS Building-ის მფლობელის, ელგუჯა თურმანიძის მიმართვის საფუძველზე. ბიზნესმენებს ფულის მითვისება-გაფლანგვას ედავებიან.
ETS Building-ის ადვოკატებმა 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აღწერეს, რა უძღოდა 2024 წლის იანვარში ჩიკვაიძის წინააღმდეგ პროკურატურაში მათი საჩივრის შეტანას. ვიტალი ხალვაშის თქმით, გიორგი ჩიკვაიძის კომპანიას, „რამზეს ჯორჯიან იახტინგ პლათფორმს“, გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, 1 155 019 ლარის სანაცვლოდ უცხოეთიდან იახტა უნდა ჩამოეყვანა „ელთ ბილდინგისთვის“. ადვოკატის განცხადებით, ჩიკვაიძის კომპანიას თანხა ოთხ ტრანშად ჩაურიცხეს, თუმცა მან იახტის ჩამოყვანა ვერ უზრუნველყო, ხოლო თანხა საკუთარ საჭიროებებზე დახარჯა – მათივე თქმით, უკან დაუბრუნდათ მხოლოდ 50 000 ევრო.
გიორგი ჩიკვაიძე ელგუჯა თურმანიძეს უწოდებს პარტია „ქართული ოცნების“ დაფმუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის „ხელის ბიზნესმენს“ და ამ კავშირებით ბოროტად სარგებლობაში ადანაშაულებს. ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც თურმანიძემ ჯერ რამდენჯერმე ნარკოტიკები შესთავაზა მას და მის პარტნიორს, შემდეგ კი ფულის გათეთრების სქემაში ჩაბმა, – რაზეც ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა, – „გადავწყვიტეთ, რომ გაგვეწყვიტა მასთან კონტრაქტი და ყველანაირი ურთიერთობა და გავუწყვიტეთ ჩვენს შორის არსებული კონტრაქტი“.