“ბიზნესმა უნდა შეასრულოს თავისი მთავარი ფუნქცია-დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა” – შოთა ბერეკაშვილი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის ინფორმაციით, მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შოთა ბერეკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა იმ საკითხების მიმდინარეობა, რომელიც წლის დასაწყისში გაჟღერდა ბიზნეს ასოციაციის მხრიდან და რომელთა ნაწილის გათვალისწინება მოხდა კომიტეტის მიმდინარე წლის გეგმაში.
“გვქონდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან. მათი მხრიდან 7-8 საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა შეხვედრის ფარგლებში და აქედან 3 ინიციატივაზე შევძელით შეჯერება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. დარჩენილ საკითხები ჩვენი კომიტეტის საქმიანობის დღის წესრიგში არის და ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ეს საკითხებიც გადაწყდება. ზოგადად, ჩვენი კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბიზნესის საჭიროებებს და ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში მიგვაჩნია რომ ბიზნესმა უნდა შეასრულოს მისი მთავარი ფუნქცია – ქვეყანაში დოვლათის და სამუშაო ადგილების შექმნა. რაც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. რადგან, მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდელობის და სუვერენიტეტის გარანტი და ის განსაზღვრავს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას,” – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.