ბიზნესის ნაწილი რეგულაციას კვლავ არ იცავს – რამდენი ობიექტი დაჯარიმდა პლასტიკის პარკების გამოყენებისთვის?

4 წელზე მეტია, რაც საქართველოში პოლიეთილენის პარკების აკრძალვა მოქმედებს, თუმცა რეგულაციის აღსრულება გამოწვევაა და მარკეტებსა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებში პროდუქტს კვლავ იყენებენ.
BMG-მა პოლიეთილენის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით მონიტორინგის შედეგები თბილისის მერიიდან გამოითხოვა. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2023 წელს გადამოწმდა 98 და დაჯარიმდა 48 ობიექტი, ჯარიმის საერთო მოცულობა კი 34 000 ლარია. მიმდინარე წელს 18 გადამოწმებული ობიექტიდან 4 დაჯარიმდა, ჯამში 7000 ლარით. ობიექტების ნაწილი განმეორებით დაჯარიმდა. კერძოდ, 2023 წელს განმეორებითი ჯარიმა 20, ხოლო 2024 წელს 4 ობიექტს დაეკისრა.

ასევე დაგაინტერესებთ