ბიზნესის თავისუფლება ინდექსში საქართველო 59-ე ადგილზეა და რეგიონში მოწინავეა – Heritage Foundation

Heritage Foundation-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 182 ქვეყნიდან, ბიზნესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 59 ადგილზეა, მას 100-დან 59.8 ქულა აქვს და რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, 115-ე ადგილზეა 54.8 ქულით, თურქეთი – 101-ზე 59.7 ქულით, აზერბაიჯანი – 63-ზე 68.3 ქულით, სომხეთი – 79-ზე.
მსოფლიოს 182 ქვეყნიდან ბიზნესის თავისუფლების კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი ნორვეგიას აქვს, მან 100-დან 95,2 ქულა მოაგროვა, მეორე ადგილზეა (89 ქულა), მესამეზე – ახალი ზელანდია (88.8 ქულა).
ათეულში არიან:
ავსტრალია – 88.3 ქულა;
კანადა – 87.9 ქულა;
ირლანდია – 87.2 ქულა;
სინგაპური – 86.9 ქულა;
ლუქსემბურგი – 85.5 ქულა;
ფინეთი – 84.9 ქულა;
– 84.9 ქულა.
ბიზნესის თავისუფლება არის მდგომარეობა, სადაც ადამიანებს და ბიზნესს შეუძლიათ აკეთონ ბიზნესი ზედმეტი შეზღუდვების, წესების ან მთავრობის ან სხვა გარე ძალები ასევე სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების დონის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი.
Heritage Foundation-მა 10 მთავარი ინდიკატორის მიხედვით მსოფლიოს 182 ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების მაჩვენებელი შეაფასა. ეს ინდიკატორებია:
ბიზნესის დასაწყებად მინიმალური სასტარტო კაპიტალი;
ბიზნესის დასაწყებად საჭირო პროცედურები;
ბიზნესის დასაწყებად საჭირო დრო/დღეების რაოდენობა;
ბიზნესის დასაწყებად საჭირო გადასახადი (ერთ სულ მოსახლეზე გადახდა);
რამდენ დღეში შეიძლება გაჩნდეს მოთხოვნა;
ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის პროპორციულად;
ბიზნესის დახურვა – ხანგრძლივობა (წლები);
ბიზნესის დახურვის ღირებულება (ქონების პროცენტი);
კომპენსაცია ბიზნესის შეწყვეტიდან;
ლიცენზიის მიღების მეთოდები.
თითოეული ქვეყანა 100-ბალიანი სკალით შეფასდა.