ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს – „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ იწყებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესისა და ტექნოლოგიების ავრცელებს.
როგორც BTU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალები ტექნოლოგიებს შეისწავლიან.
„პროექტს „უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განახორციელებს.
პროექტის პრეზენტაციას იაპონიის ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე დაესწრებიან.
„ინიციატივა მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური განათლების გაზიარებასა და პრაქტიკული ჩვევების გაძლიერებას. სასწავლო პროგრამა მოიცავს ციფრული წიგნიერებისა და ტექნოლოგიური ინგლისურის უნარების განვითარებას, ტექნოლოგიურ კურსებს პროგრამული პროდუქტების ტესტირებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით, პროექტის მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც დაეხმარება მათ რეალურ მაგალითებზე დამყარებული, მაქსიმალურად სასარგებლო ცოდნა და გამოცდილება მიიღონ.
პროგრამაში მონაწილეობისთვის 55 უკრაინელი ლტოლვილი ქალი სააპლიკაციო წესით შეირჩევა. სწავლა ივლისის ბოლოს დაიწყება და 8 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა დასრულდება უკრაინელ ქალთა სათემო პლატფორმის დაარსებით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მათი მხარდაჭერის ქსელს. ინიციატივა ხელს შეუწყობს ინკლუზიური და მრავალფეროვანი ტექნოლოგიური გარემოს განვითარებას, ასევე, ტექნოლოგიური ინდუსტრიაში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირებასა და ძლიერი ეკოსისტემის შექმნას.
“უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერება ტექში” წარმოადგენს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების მდგრადობის გაძლიერება მასპინძელ ქვეყნებში” ნაწილს, რომელიც იაპონიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი მიმართულია იმ მწვავე პრობლემების გადაჭრაზე, რომლებსაც ომისა და იძულებით გადაადგილების შედეგად, ქალები და გოგოები ყველაზე ხშირად აწყდებიან. საქართველოში პროექტი ორ ძირითად კომპონენტს მოიცავს: უკრაინელი ლტოლვილი ქალებისთვის მაქსიმალურად ინკლუზიური, უსაფრთხო, კომფორტული სივრცის შექმნასა და ახალი კარიერული შესაძლებლობების შექმნის მიზნით, მათი ტექნოლოგიური მიმართულებებით გადამზადებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ძალიან ცუდი პერსპექტივები აქვს ქვეყანას – სამოქალაქო გმირობა იქნება თუ პარტიები, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ 5%-ს გადალახავენ, საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში