„ბიბლუსი“ 50%-მდე საზაფხულო ფასდაკლებას იწყებს – გადაფურცლე ზაფხული წიგნებთან ერთად!

ვინაიდან ზაფხული იდეალური დროა წიგნების წასაკითხად, „ბიბლუსში“ 50%-მდე სეზონური ფასდაკლება დაიწყო. 14 ივლისიდან 17 აგვისტომდე აქციის ფარგლებში განახევრებულ ფასად შეიძენთ სასურველ წიგნებს სხვადასხვა ჟანრიდან და ასაკობრივი კატეგორიიდან, საზაფხულო და საკანცელარიო ნივთებს, სამაგიდო თამაშებს და სხვა.
რაც მთავარია, ფასდაკლება „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში დაგხვდებათ მთელი საქართველოს მასშტაბით! ისარგებლეთ შემდეგი აქციებით და გაილამაზეთ ზაფხულის დღეები „ბიბლუსთან“ ერთად:
· ოთხი წიგნი მხოლოდ 20 ლარად: აქციაში გაერთიანებულია მოზარდებისთვის საყვარელი სერიების: Liberteens-ის, თრილერისა და Liberteens-ის რჩეული წიგნები
„ბიბლუსში“ ასევე სიურპრიზი ელოდებათ ყველაზე პატარა მომხმარებლებს – მათ საყვარელ „დისნეის“ გმირებზე შექმნილი წიგნების კატეგორიები უკვე დიდი ფასდაკლებით არის ხელმისაწვდომი.
განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ უფროსებსაც – ქართველი მწერლების გამორჩეულ ნაწარმოებებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძენთ. ამასთანავე, ქსელში 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ „პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემულ ზრდასრულებისა და მოზარდებისთვის საკითხავ უცხოურ ლიტერატურაზე. ხოლო 20-დან 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება გამომცემლობის „წიგნები ბათუმში“ სრულ კოლექციაზე.
· სასიამოვნო სიახლე ელოდებათ უცხო ენაზე კითხვის მოყვარულებსაც – საზაფხულო აქციის ფარგლებში 35%-იანი ფასდაკლება დაიწყო „ბიბლუსის“ უცხოენოვანი წიგნების კოლექციაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა საუკეთესო დროა სასურველი ლიტერატურის მოსამარაგებლად.
რაც შეეხება „ბიბლუსის“ გამორჩეულ საზაფხულო აქსესუარებს, ფასდაკლებები, მოქმედებს ერთ-ერთ ისეთ ყველაზე მოთხოვნად და ხარისხიან პროდუქციაზე, როგორიც არის ნიდერლანდური ბრენდის „კუპმანის“ ფერადი ჭიქები, რომელიც იდეალურია ცხელ დღეებში ცივი სასმელის სერვირებისათვის. ფასდაკლება მოქმედებს „პალიტრა სტუდიის“ მიერ დამზადებულ პროდუქციაზეც, რომელიც ზაფხულში ოჯახთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის საუკეთესოდ გატარებაში დაგეხმარებათ.
ხოლო ასევე მომხმარებელს დახვდება ვერცხლის სამკაულების მრავალფეროვანი კოლექცია, რომელზეც 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება.
მხოლოდ შეზღუდული დროით ყველა ეს სიურპრიზი გელოდებათ „ბიბლუსის“ ფილიალებში საქართველოს მასშტაბით. გადაფურცლე ზაფხული ბიბლუსთან ერთად-სადაც ყოველი დღე ახალ ამბავს ჰყვება!
(R)