დღეს, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ იხსნება. ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვასა და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს, რაც სადღესასწაულო სამზადისის კიდევ უფრო გამხიარულებასა და გამარტივებას ისახავს მიზნად.
ფესტივალში ფართო საზოგადოებისთვის საყვარელი არაერთი კომპანია მონაწილეობს. მათ შორის არიან: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“.
ფესტივალზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებული ფასდაკლებებისა და აქციების პარალელურად, მხიარული გასართობი პროგრამაც ელოდება. ღონისძიებაზე გელოდებათ: თოვლის ბაბუ და გუნდა, დრამერები, ოჩოს ფეხები, პეპელასა და იქსესის მასკოტები, პონტოს გმირები, ილუზიონისტი, სახის მოხატვისა და კრაფტის აქტივობები, ფლეიდოჰის აქტივობა, გორის ქალთა და ბავშვთა გუნდები, ფაზლების შეჯიბრი , ჟოზეს პრეზენტაცია და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები.
რაც შეეხება კვებას, „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე“ წარმოდგენილი იქნება „პიატო“, „საბვეი“, Dunkin Donats, Scrappers.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი კომპანიები სტუმრებს განსაკუთრებულ ფასდაკლებებს უმზადებენ. “ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: “ბიბლუსის“, “პეპელას“, “XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე ისარგებლებთ 40%-იანი ფასდაკლებით. დამატებით თიბისის Visa ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად დაიბრუნებთ თანხის 30%-ს.
აქციით სარგებლობისთვის გადახდა თიბისის ტერმინალზე უნდა მოხდეს, ქეშბექის მაქსიმალური თანხა კი თითოეულ კომპანიაზე 500 ლარია. შესაბამისად, მომხმარებელს, სამივე ბრენდის: “ბიბლუსის“, “პეპელას“, “XS სათამაშოების“ პროდუქციის შეძენისას, ჯამურად 1500 ლარის დაბრუნების შესაძლებლობა აქვს.
განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებენ ფესტივალის მონაწილე სხვა კომპანიებიც.
„ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი და წარმდგენი არის თიბისი და Visa.
#ბიბლუსი
#ბიბლუსიჯგუფი
#თიბისი
#Visa
#ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი
(R)