ბიბილოვის დაბრუნების შანსი – არჩევნები დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში

ავტორი: მურატ გუკემუხოვი
სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს სამ პოლიტიკოსს – ანატოლი ბიბილოვს, ძამბოლატ თედეევსა და ამჟამინდელ პრეზიდენტ ალან გაგლოევს შორის. ამ არჩევნებში საკუთარი პარტიების გამარჯვებას ისინი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მთავარ პირობად მიიჩნევენ
ამომრჩეველს, ესმის რა მიმდინარე მოვლენების არსი და სწორედ ამიტომ ხმას მისცემს ისე, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნებში ხდება – არა პარტიებს, არამედ მათ ლიდერებს. ეს სამხრეთ ოსეთისთვის სიახლეა.
ტრადიციულად, საპარლამენტო არ იმსახურებდა სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლების დიდ ყურადღებას და ძლივს აღწევდა აქტივობის იმ დონეს, რომ კამპანია წარმატებულად აღიარებულიყო. მაგალითად, 2014 წელს ფაქტობრივი აქტივობა მხოლოდ 48% იყო. შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი დამატებით 2% იმ პარტიებს დაურიგა, რომლებმაც პარლამენტში შესასვლელად საჭირო ხმების 7% მიიღეს და არჩევნები შემდგარად ცნო. ადგილობრივი აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აქტივობას ხელოვნურად ზრდიდნენ. მსგავსი გაყალბება, ნაწილობრივ იძულებითი ღონისძიება იყო – არ არსებობდა იმედი, რომ ოთხი თვის შემდეგ, განმეორებით არჩევნებში ამომრჩევლები მოულოდნელად დაინტერესდებოდნენ საკანონმდებლო კრების ჩამოყალიბებით.
ასეთი პასიურობა სავსებით გასაგებია – ე.წ. საპრეზიდენტო მონარქიის პირობებში, როდესაც მმართველობის მთელი სადავეები პრეზიდენტის ხელშია თავმოყრილი და ძალაუფლების გადანაწილებას სიმბოლური სახე აქვს, მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნებში აზრს ვერ ხედავდნენ.
შესაბამისად, პარტიების პოლიტიკურ აქტივობას სეზონური სახე ჰქონდა – ზრდას იწყებდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე და შედეგების გამოცხადების შემდეგ სრულდებოდა.
ვითარება რადიკალურად შეიცვალა 2014 წლის საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ. მაშინ პარტიამ “ერთიანმა ოსეთმა” მოიპოვა მანდატების უმრავლესობა პარლამენტში, ხოლო მისი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, პრეზიდენტი თიბილოვის აზრის გათვალისწინების გარეშე, პირველად გახდა სპიკერი სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო – რედ.] თანამედროვე ისტორიაში. საკანონმდებლო კრების პირველივე დღეებიდან, ბიბილოვი პრეზიდენტობისთვის იბრძოდა.
მან სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას პირველად აჩვენა საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლებლობები. დომინანტური ფრაქცია პრეზიდენტის საკადრო პოლიტიკაში ერეოდა, აქვეყნებდა მთავრობის კორუფციულ სქემებს და იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადრე პრეზიდენტის პრეროგატივას წარმოადგენდა.
რუსეთთან ახალი ინტეგრაციის შეთანხმება, Л/ДНР-ის სუვერენიტეტის აღიარება და კიდევ ბევრი რამ იყო ინიცირებული და ჩახშობილი იყო უმრავლესობის ფრაქციის მიერ. აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. სამი წლის განმავლობაში “ერთიანმა ოსეთმა” ლეონიდ თიბილოვიც “მოინელა”. ანატოლი ბიბილოვმა 2017 წლის არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა 54,80%-ით გაიმარჯვა.
დღეს ისტორია მეორდება, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ საარჩევნო კამპანიის მონაწილეებს უკვე ესმით, რა შესაძლებლობებს ჰპირდება მათ პარლამენტში დომინირება.
საპარლამენტო არჩევნებში სამი მთავარი პრეტენდენტია, თუკი ტერმინში “მთავარი” ვიგულისხმებთ მათ პრეტენზიას საპრეზიდენტო გვირგვინსა და 2027 წლის არჩევნებამდე გრძელვადიანი თამაშის მზადყოფნაზე.
ამიტომ, ადგილობრივი ექსპერტები მომავალ საპარლამენტო საარჩევნო კამპანიას მომავალ პრეტენდენტებს შორის, კონკურენტულ ბრძოლად განიხილავენ.
34 საპარლამენტო დეპუტატის არჩევნები 9 ივნისს შერეული (მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემით გაიმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, კანდიდატურა 270-მა ადამიანმა წარადგინა. აქედან 121 პარტიული სიების ნაწილი იყო, ხოლო 149 თვითმმართველობის კანდიდატი ან პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი ერთმანდატიან ოლქებში.
საბუთების პაკეტის განხილვის შედეგების საფუძველზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დეპუტატობის კანდიდატად დაარეგისტრირა 112 მაჟორიტარი და 73 პოლიტიკური პარტიიდან საერთო საარჩევნო ოლქში.
12 პოლიტიკური პარტიიდან, რომლებმაც გამოაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 7-ს მიეცა: “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, კომუნისტური პარტია, “ერთიანი ოსეთი”, “სახალხო პარტია”, “ნიხასი” და “ირა ფარნი”.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს “ირისტონი ნოგ ფალტარს”(ოსეთის ახალ თაობას), “ირონს”, “ფიდბასტას” (სამშობლო), “განვითარების პარტიას” და “სამართლიანობისთვის”.
ცხინვალში მთავარი სპიკერები თანხმდებიან, ყველაზე სუსტი პოზიცია ამჟამად პრეზიდენტ გაგლოევს აქვს. მან მოიგო 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია კორუფციისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ პროტესტის ტალღის ფონზე, რომელმაც ბიბილოვის მმართველობის დროს, სტიქიური უბედურების მასშტაბები მიიღო.
ალან გაგლოევმა “უკეთესობისკენ ცვლილებების” დაპირება არ გაამართლა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის სწრაფად დაშორდა მათ, ვინც უზრუნველყო მისი არჩევნებში გამარჯვება. მეტიც – დაუპირისპირდა კიდეც მათ.
ერთი წლის შემდეგ, მათ საჯაროდ მოინანიეს გაგლოევის მხარდაჭერის ფაქტი და გამოაცხადეს, რომ ოპოზიციაში გადადიოდნენ.
უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მისი მმართველობის დროს შეწყდა მოქალაქეების წამება და ცემა, მაგრამ ამავდროულად, სასამართლო დეპარტამენტსა და სამართალდამცავ უწყებებში ხარისხობრივი ცვლილებები არ განხორცილებულა, კორუფცია იმავე დონეზე დარჩა.
დანარჩენი გაუარესდა – რეგიონებში არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქალაქები და დაბები ნაგავში იძირება, ქუჩები არ არის განათებული. პროფესიებით დასაქმებულ მოქალაქეებს თვეებია ხელფასი არ მიუღიათ, პენსიებიც დაგვიანებით ირიცხება. რუსეთთან საზღვარზე საბაჟო კონტროლი გამკაცრდა, საგრძნობლად გაიზარდა გადასახადები. გაგლოევის მთავრობამ ამას საკუთარი საბაჟო ტარიფების გაზრდით უპასუხა, რის გამოც პირველადი საქონლის ფასები რუსულ ფასებთან შედარებით ერთნახევარ-ორჯერ გაიზარდა.
პრეზიდენტი გაგლოევის ორწლიანი მმართველობის შედეგად მისმა პარტიამ “ნიხასმა” პოპულარობა დაკარგა და მის გუნდს საზოგადოებისთვის საპატივცემულო არცერთი მოთამაშე დარჩა. არჩევნებზეც მარტო დარჩება, რადგან კანდიდატთა პარტიული სია პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებისგან შედგება.
მიუხედავად ამისა, გაგლოევს მისთვის ლოიალური პარლამენტის ჩამოყალიბების შანსი ჰქონდა. გასული წლის დეკემბერში მან განაცხადა, რომ არ შეზღუდავდა პარტიებს – “არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც სურს და ის, როგორც პრეზიდენტი, მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, თუ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მათ ენდობა”.
პრეზიდენტს სიტყვა რომ შეესრულებინა, შემდეგი მოწვევის პარლამენტში დაახლოებით სამი-ოთხი პარტია შევიდოდა მცირე ფრაქციებით – ორი-ოთხი დეპუტატით. როგორც წესი, მცირე საპარლამენტო ჯგუფებს ურჩევნიათ პრეზიდენტთან თანამშრომლობა და მისგან გარკვეული შეღავათების მიღება, ვიდრე დიდი ფრაქციების პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, მას ოპოზიციაში გადასული თანამებრძოლების მხარდაჭერის იმედიც კი შესაძლოა ჰქონოდა. მათ შორის არსებული ქიშპობა გადალახვადი იყო და შეთანხმება მარტივად იყო შესაძლებელი.
მაგრამ ბოლო მომენტში, პრეზიდენტმა გაგლოევმა გადაწყვიტა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო ოთხ პარტიას: “ირონს”, “ფიდიბასტას”, “განვითარების პარტიასა” და “სამართლიანობისთვის”. კიდევ ერთმა ახალგაზრდულმა პარტიამ, “ირისტონი ნოგ ფაელტაერმა”(“ოსეთის ახალი თაობა”) ვადამდე ვერ მოახერხა ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება მხარდასაჭერად.
ყველაზე უცნაური ალან გაგლოევის გადაწყვეტილებაში ის იყო, რომ პირველი სამი პარტია არ იყო ოპოზიციური. გაგლოევმა ციხიდან გაათავისუფლა “ირონის” ლიდერი გეორგი კაბისოვი, სადაც ის შვიდწლიან სასჯელს იხდიდა ანატოლი ბიბილოვის მიერ ორგანიზებულ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე. რასაკვირველია, კაბისოვი გაგლოევის მადლიერი იყო და მის წინააღმდეგ შეთქმულებას არ აწყობდა.
“განვითარების პარტია”, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს, თავდაპირველად ორიენტირებული იყო გაგლოევთან თანამშრომლობაზე, მეწარმეთა შეხვედრების ორგანიზებაზე პრეზიდენტთან და ა.შ. “ფიდბასტის” ლიდერი ვიაჩესლავ გობოზოვი, ფაქტობრივად, პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველია.
კიდევ ერთ პარტია “სამართლიანობისთვის” კი, გაგლოევის ყოფილმა ოპოზიციურმა თანამებრძოლებმა, დეპუტატებმა დავით სანაკოევმა, გარი მულდაროვმა და ძამბოლატ მედოევმა შექმნეს.
მიუხედავად იმისა, რომ მათსა და პრეზიდენტს შორის განხეთქილება წარმოიქმნა, მათ გაცილებით სერიოზული დაპირისპირებები აქვთ გაგლოევის მთავარ ოპონენტთან – ანატოლი ბიბილოვთან. დეპუტატები ძამბოლატ თედეევისგანაც დისტანცირდნენ. აღნიშნული სამეულიდან პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, მათთან თანამშრომლობის დამყარების საუკეთესო შანსი გაგლოევს ჰქონდა. მათ კი პარლამენტში შესვლა შეეძლოთ – რუსი ექსპერტების კვლევის თანახმად, მათი რეიტინგი კამპანიის დასაწყისში დაახლოებით 10% იყო.
ინსაიდერთა შესაბამისად, ამ პარტიებს არჩევნებზე მონაწილეობის მიღება შეუზღუდეს, რადგან “ნიხასის” დროშის ქვეშ შეეკრიბა ის ამომრჩევლები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა გაგლოევს მისცეს.
2022 წელს გაიმარჯვა არა ალან გაგლოევმა, არამედ ფართო კოალიციამ, რომელშიც შედიოდნენ იმ პარტიების ლიდერები, რომლებიც დღეს შეზღუდულები არიან თავიანთი საარჩევნო აქტივებით.
როგორც ჩანს, ამჟამინდელი პრეზიდენტის გათვლა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სხვა პარტიებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის დაკარგვის შემდეგ, ისინი ხმებს “ნიხასს” მისცემენ. ეს ალბათ ასეც იქნებოდა, დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება კანონიერების თვალსაზრისით დამაჯერებელი რომ ყოფილიყო.
მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაზე აბსურდული საბაბით ჩამოაშორა ისინი არჩევნებს. თითქოს, გრაფოლოგიურმა ექსპერტიზამ ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლებში ყალბი ჩანაწერები აღმოაჩინა. ხელნაწერებს შორის შეუსაბამობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოყვანილმა ორმა სპეციალისტმა “გამოავლინა” – ერთი ავტოსაგზაო შემთხვევის ექსპერტია, მეორე კი ბალისტიკის სპეციალისტი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მცდელობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.
ამ პარტიების მხარდამჭერები აღშფოთებულები არიან მომხდარით. ისინი ან საერთოდ არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში, ან ხმას “ნიხასის” წინააღმდეგ მისცემენ.
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრით, გაგლოევმა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც თავად იჯდა.
მისი მთავარი ოპონენტი არჩევნებში ანატოლი ბიბილოვი და მისი პარტია “ერთიანი ოსეთია”. 2022 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა ბანკეტი მოაწყო საკუთარი გუნდისთვის, რომელზეც მათ დაკარგული პოზიციის დაბრუნებას დაჰპირდა. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბიბილოვი აპირებს შეასრულოს საკუთარი სიტყვა, მაგრამ ის თავად ვერ იღებს მონაწილეობას არჩევნებზე, რადგან დაარღვია “საცხოვრებელი ადგილის” მოთხოვნა – სავალდებულო ხუთწლიანი მუდმივი ცხოვრება (წელიწადში 290 დღე) პარლამენტის კანდიდატებისთვის, ხოლო ათი საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის. ეს ზღუდავს სამხრეთ ოსეთის დიასპორის წარმომადგენლების პოლიტიკურ ამბიციებს.
მან ბოლო ორი წელი გაატარა Л/ДНР-ში, სადაც გენერალის თანამდებობას ს შეიარაღებულ ძალებში ბიზნეს ინტერესებთან ათავსებს.
ცხადია, ის ამ თანამდებობაზე თავის მეგობარს და ყოფილ პირად მცველს, 40 წლის აცამაზ ბიბილოვს (ექსპრეზიდენტთან საერთო გვარი აქვს) დააწინაურებს. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ანატოლი ილიჩის პატრონაჟით, ის აირჩიეს “ერთიანი ოსეთის” თავმჯდომარედ და ამჟამად ხელმძღვანელობს პარტიულ სიას, როგორც ნომერ პირველი კანდიდატი. თუ პარტია მოახერხებს პარლამენტში დომინანტური პოზიციის დაკავებას, ფრაქცია ეცდება აცამაზ ბიბილოვისთვის სპიკერის პოსტი მოიპოვოს. შემდეგ კი – 2014 წლის სქემის მიხედვით…
ცხადია, ამ გეგმებში ანატოლი ბიბილოვი ინარჩუნებს არაფორმალური ლიდერის, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრის და პარტიის “საფულის” როლს. “ერთიან ოსეთში”,მის გარდა, სხვას არავის აქვს პოლიტიკური აქტივები, რომ ლიდერის პოზიცია მოითხოვოს. ანატოლი ბიბილოვი სარგებლობს “ერთიანი რუსეთის” გენერალური საბჭოს მდივნის, რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ანდრეი ტურჩაკის მფარველობით.
ადგილობრივი ექსპერტ-დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის არჩევნებში დამარცხებიდან გასული დროის განმავლობაში, ანატოლი ბიბილოვის პოზიცია სამხრეთ ოსეთში შესამჩნევად გამყარდა.
ალან გაგლოევის მიმართ იმედგაცრუებამ ნაწილობრივ მოახდინა მისი წინამორბედის რეჟიმის რეაბილიტაცია.
საბრძოლო ზონაში ბიბილოვი მფარველობს სამხრეთ ოსეთის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დაახლოებით ორი ათასი საკონტრაქტო ჯარისკაცს შეადგენენ. ბიბილოვი თანამემამულეებს იწვევს სამუშაო ადგილებზე Л/ДНР-ში, სადაც ხელფასები რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, და კერძო დაცვის კომპანიებში, რომლებიც უზრუნველყოფენ იქ სამთავრობო დაწესებულებების უსაფრთხოებას.
ამ ადამიანების უმეტესობა, ოჯახებთან ერთად, შეიძლება ჩაითვალოს ბიბილოვის ელექტორატად.
ბოლოს კი, მესამე ძალა ძამობლატ თედეევია.
ის არ მალავს თავის საპრეზიდენტო ამბიციებს. 2001 წლიდან თედეევი ცდილობდა კენჭი ეყარა რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობაზე, მაგრამ ყოველ ჯერზე მას არ აძლევდნენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ბინადრობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო. კანონის ეს პუნქტი ზღუდავს სამხრეთ ოსეთის დიასპორის წარმომადგენლების პოლიტიკურ ამბიციებს.
2001 წლიდან არც ერთი საარჩევნო კამპანია არ დასრულებულა ძამბოლატ თედეევის მონაწილეობის გარეშე და თითქმის ყოველთვის მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იმარჯვებდა. მაგრამ ამავე დროს, მოსკოვს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი მისი, როგორც პოლიტიკოსის საქმიანობის განხორციელების საკითხი – ის თავისებური და ცუდად კონტროლირებადია. ახლა, ძირითადად, ФСБ-ს გენერალ ვიქტორ შარგაევთან მეგობრობის წყალობით, რომელიც ბოლო დრომდე მეთვალყურეობდა რესპუბლიკას, თედეევმა მიიღო არჩევნებში საკუთარი სახელით მონაწილეობის უფლება და არა როგორც ერთ-ერთი კანდიდატის აქტივის სახით .
ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა. თუმცა, მოსკოვის კურთხევა თედეევს არ ათავისუფლებს ბინადრობის მოთხოვნისაგან და ამიტომ ის თავად არ მონაწილეობს არჩევნებში. არჩევნებში მისი მთავარი აქტივი “სახალხო პარტიაა”, რომელიც მან მთავარი ოპონენტის, ედუარდ კოკოითის გავლენის სფეროდან გამოიყვანა
“პოპულისტების” ლიდერებთან მოლაპარაკებები ბოლომდე გასაიდუმლოებული იყო. ახალი ალიანსი გაფორმდა, როგორც ორი პარტიის – “ხალხისა” და “ალანიის პატრიოტების” შერწყმა. ეს უკანასკნელი კი ძამბოლატ თედეევმა სპეციალურად გაერთიანებისთვის შექმნა. კოკოითის ერთგული მხარდამჭერები არ დაეთანხმნენ ალიანსს და დატოვეს “სახალხო პარტია”, ისინი კი თედეევის ხალხმა შეცვალა “პატრიოტებიდან”.
პარტია “ხალხის ერთიანობის” პარტიულ სიაში “პოპულისტების” გარდა, ძამბოლატ თედეევის ხალხია წარმოდგენილი და ის ასევე მხარს უჭერს ერთი წლის წინ შექმნილ ახალგაზრდულ პარტიას “ირა ფარნს”.
ეს “შეტევა “ფართო ფრონტზე” თედეევის წინაშე არსებული ამოცანებით აიხსნება.
2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მან რეზიდენტობის მოთხოვნა უნდა გააუქმოს. ამოცანა კოლოსალურია თავისი სირთულით, იმის გათვალისწინებით, რომ “საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ” კანონის შეცვლა მოითხოვს პარლამენტის ორი მესამედის მხარდაჭერას. ცხადია, ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით, კონკურენტების დამარცხება წარმოუდგენლად რთულია. თედეევს სამი წელი დარჩა იმისთვის, რომ დაკარგული ხმები საკუთარ მხარეს მოიმხროს.