ბთუმში, მოწოდებით – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

„გააუქმე გაყალბებული “, – ამ მოწოდებით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე, მათი მხარდამჭერები აქციას აწყობენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ.
მათი განცხადებით, თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რეგიონშიც მიმდინარეობს, რაც ხალხისთვის სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
სტუდენტების თქმით, ს უნივერსიტეტში, სადაც მე-10 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ, მოგვიანებით თბილისში გადაინაცვლებენ და თსუ-ს სტუდენტებს შეუერთდებიან.
მათი თქმით, ამ ფორმით პროტესტი ბათუმში არ წყდება, თუმცა პროტესტი თბილისში მასშტაბურად უნდა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოპალეიშვილი – კოალიციის სამი ლიდერის გისოსებს მიღმა ყოფნა ნამდვილად რთულია, მაგრამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მხნედ ვართ – მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ ჩვენი ყველა ნაბიჯი ლიდერებთან იქნება შეთანხმებული