ბზობასთან დაკავშირებით სამების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება

სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება.
წირვა-ლოცვას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო(მუჯირი) აღავლენს.
შეგახსენებთ, რომ დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც მართლმადიდებლები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: “ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!”
დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში მისული მორწმუნეები ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება