Fanatic-ი და aspor-ი წერენ, რომ „ბეშიქთაში“ ჩემპიონატზე უხეიროდ ასპარეზობს და იანვარში სასწრაფოდ გუნდის გაძლიერებას აპირებს.
სტამბოლური კლუბი „ბარსელონას“ მეკარის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის იჯარით აყვანას (8 მილიონი ევრო დაუჯდებათ), „დორტმუნდის“ ნახევარმცველის ოზკან სალიჰის, „პორტუს“ თავდამსხმელის დენიზ გიულის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბის ჯეიდონ სანჩოს (ასტონ ვილაშია განათხოვრებული) და „სენტ-ეტიენის“ შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას გეგმავს.
გამოცემების მტკიცებით, „ბეშიქთაში“ ტრანსფერებზე უკვე მუშაობს და დავითაშვილის 20 მილიონად შესაძენად მზადაა, რომლის გადაბირება ზაფხულში ვერ მოახერხა.
ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ადრე განაცხადა, რომ თუ ზურიკოს წასვლა მართლა უნდა, შეთავაზებებს განიხილავენ.
დავითაშვილმა ამ სეზონში ლიგა 2-ის 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
· ვაჟა მასწავლებელი ზურიკო არ იჩქარო, დრო შენზე მუშაობს და “მხარდასაჭერად მეიდანი შენს გვერდითაა” – ხომ ნანახი გაქვს ქართული ფილმი “პირველი მერცხალი”?!
აზაროვს “შახტარიდან” წასვლა უნდა – რას წერენ უკრაინელები ქართველის შესახებ
დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
“ატალანტას” ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
გაუმჯობესებული შეთავაზება გაგზავნილია – დავითაშვილი სანაკრებო პაუზის შემდეგ შესაძლოა, ახალ კლუბში ვიხილოთ
“ბეშიქთაშმა” სულშერი გაათავისუფლა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
დავითაშვილის კაცნაკლული “სენტ-ეტიენი” “ანსისთან” განადგურდა
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი – “სენტ-ეტიენმა” გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გადავიდა
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა – “სენტ-ეტიენი” “რედ სტართან” დამარცხდა
“თუ წასვლა სურს, შეთავაზებებს განვიხილავთ” – ზამთარში შესაძლოა, დავითაშვილის 20 მილიონიანი ტრანსფერი შედგეს
“მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ” – დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს




