“ჩემდათავად აწი იმ ქართველი ფეხბურთელისთვის მხარის დამჭერის და ტაშის დამკვრელის კეთილები მოვ@@ან, ვინც უახლოეს წუთებში და საათებში სანდრო ცნობილაძეს არ დაუჭერს მხარს. შეიძლება იმდენად გამო@ირებული იყო, გეგონოს, რომ ყველა, ვინც აქციებზე აქტიურობის გამო იხდის სასჯელს, კრიმინალია, მაგრამ სანდრო მაინც ხომ ზუსტად იცით ვინაა? ხო და ამის მერე უვიცობით და უგუნურებითაც ვეღარ გაიმართლებთ თავს,” – წერს სოციალურ ქსელში ინტელექტკლუბის “რა? სად? როდის?” წევრი ბექა ხოჯავა.
ცნობისათვის, კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაწყებულია დაზარალებულად ცობილი ქალის პირადი ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტზე.
ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, კომპიუტერი, დისკები და ა.შ.