: მზია ამ დღეებში მხოლოდ საკუთარი თავი არ იყო, მზია იყო საქართველო, რომელმაც დიახ, საბოლოოდ სიცოცხლის გზა უნდა აირჩიოს. საქართველოც უნდა გადარჩეს!

“მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
ამ ქალმა მთელი სიმძაფრით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, გვაჩვენა ბრძოლის უმძიმესი, მაგრამ ამავდროულად – შთამბეჭდავი მაგალითი.
მზია ამ დღეებში მხოლოდ საკუთარი თავი არ იყო, მზია იყო საქართველო, რომელმაც დიახ, საბოლოოდ სიცოცხლის გზა უნდა აირჩიოს.
საქართველოც უნდა გადარჩეს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი .

ცნობისათვის, „ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს თემურ ქათამაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ!“— წერს მზია ამაღლობელი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ბერიძე: არანაირი კავშირი სასკოლო ფორმების ტარებასა და სოციალურ ჰუმანურობას შორის არ არსებობს: როგორი კონცეფციაც არ უნდა შემუშავდეს უნიფორმისთვის, მას აუცილებლად ექნება მდიდრული და ღარიბული ვარიანტები

ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში