: ეს არ იყო იღბალი. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება!

“გუშინდელი თამაში იყო ევროპულობის კვინტესენცია.
ადრეც გვქონია გამონათებები, რომლებიც იმედს გვიჩენდა, მაგრამ საბოლოოდ – არაფერი გამოდიოდა, რადგან რაღაც არ გვყოფნიდა და ეს რაღაც არ იყო ნიჭი, ეს რაღაც იყო – გეგმაზომიერება.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით ამ უდიდეს შედეგამდე. რაღაც მომენტში მივხვდით და გავიაზრეთ, რომ მხოლოდ ნიჭი არ კმარა და საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა.
მამარდაშვილმა თქვა თამაშის შემდეგ, ვიცოდი საითაც დაარტყამდა პირველ პენალტს, რადგან ბოლო ოთხი პენალტი გადამწყვეტ მომენტებში ამ ფეხბურთელს სწორედ მაქეთ ჰქონდა დარტყმულიო. ხვდებით ხო, რა ზედმიწევნითი სიზუსტით ჰყავდათ მეტოქე შესწავლილი ? კი, ეს მიდგომა, ეს გარჯა, ეს ხედვა არის დასტური ჩვენი ევროპელობის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს არ იყო იღბალი. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება!” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო