ჟურნალისტი ბექა ყორშია:
ახლა ვნახე კადრი, როგორ ხსნიან ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერს ვიღაც პატარა კაცუნები, რომ იქ რაღაც ღონისძიების აფიშა გააკრან.
ვინც ამ ამბავში ხართ გარეული, მინდა გითხრათ, რომ სათითაოდ და ერთად, ათი ცხოვრება რომ იცხოვროთ, ანდრო ჭიჭინაძემ რაც 28 წლის ასაკში შეძლო, მაგის 0.1%-ს ვერ შეძლებთ. იმ სიყვარულის, პატივისცემისა და დაფასების 0.1%-ს ვერ დაიმსახურებთ.
ანდრო ციხეში როცა შევიდა, უკვე იყო ნამდვილი ვარსკვლავი, მაგრამ როცა ციხიდან გამოვა, იქნება ძალიან დიდი კაცი, ასე ინება განგებამ. თქვენ კი ყველას შეგრცხვებათ მისთვის თვალებში ჩახედვის, რადგან სრულიად უდანაშაულო ბიჭი, რომელიც თავისი ნიჭითა და გაქანებით ახლა მსოფლიო სცენებს უნდა იპყრობდეს და საქართველოს ასახელებდეს, ოთხ კედელში გამოამწყვდიეთ.
ანდრო ჭიჭინაძეს გაუმარჯოს!




