: არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ახლა შენი მხარდაჭერა სჭირდება ილიას უნივერსიტეტს

ჟურნალისტი :
ჩემი ოდნავ მაინც თუ გჯერათ, გეუბნებით, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი ისე არ დაარტყამს ჩვენს საზოგადოებას, როგორც ილიაუნის დახურვა.
ამის შედეგი შეიძლება ხვალ ვერ დავინახოთ, ვერც ზეგ, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში ჩვენ მივიღებთ სრულიად ინერტულ სტუდენტებს, რომლებიც ოდნავადაც არ იღელვებენ ამ ქვეყნის ბედ-იღბალზე.
ილიაუნი არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის ერთ-ერთი ბოლო, მთლად უკანასკნელი თუ არა – ბასტიონი, რომელსაც ახლა ჩვენი დაცვა სჭირდება.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ახლა შენი მხარდაჭერა სჭირდება ილიას უნივერსიტეტს.