“ბექა ყორშიას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეძებდნენ მის ტელეფონს, რომელიც თან არ ჰქონდა” – ადვოკატი

“მთავარი არხის” ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ს დაკავებისას მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა სხვა დაკავებულებთან შედარებით მსუბუქი ფორმებით. ამის შესახებ “მთავარი არხის” დილის ეთერში მისი ინტერესების დამცველმა ვიქტორ კვიტატიანმა განაცხადა.
“ბექა მხნედ არის. მსუბუქად არის ნაცემი. დაცვის უფლებით ვერ სარგებლობდა 4 საათის განმავლობაში, მას ვერ ვპოულობდით არ ვიცოდით სად იყო. ბექასთან მიმართებაში პირველი რაც უნდოდა ეს იყო, რომ ეძებდნენ მის ტელეფონს. მაგრამ არ გაუმართლათ, ბექას ტელეფონი თან არ ჰქონდა, შემდეგ დაიწყეს მის გადაცემებზე ლაპარაკი, რაც დეტალურად იცოდნენ.
ბექა დააკავეს მეტროს მიმდებარედ, ნიღბიანი პირები მივარდნენ და დააკავეს. მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოღონდ სხვებთან შედარებით მსუბუქად. ბექას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რაც უსაფუძვლოა.” – განაცხადა ვიქტორ კვიტატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება