ბექა ქურხული: ე. წ. ” ხელისუფლება” ბედავს და კაცობაზე, მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკება!…

“Ქალბატონმა რომელმაც თავის შეურაცხმყოფელ “ძაღლს” სილა გააწნა, პატიმრობისთვის და მეტიც სასიკვდილო შიმშილობისთვის სწირავთ, ქალბატონ პრეზიდენტს, აეროპორტში რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტია და შესაბამისად საგანგებოდ არის ან უნდა იყოს დაცული, კვერცხებს უშენთ და აი ამის მოქმედი ე. წ.” ხელისუფლება” ბედავს და კაცობაზე, მართლმადიდებლურ ქრისტიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკება!…
Ბიძინა ივანიშვილი დღეს მთელი თბილისი და საქართველო “მოგილოცავთ” შენს დაბადების დღეს და როგორც მოგილოცავთ მაგას ადგილზე გაიგებ შე ჩარჩო!..” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ბექა ქურხული.
ცნობისათვის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას შემდეგ, ევროპიდან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას უცხო პირებმა კვერცხები დაუშინეს სალომე ზურაბიშვილსაც. ჯერჯერობით ინციდენტის ამსახველი კადრები არ გავრცელებულა.
17 თებერვალსვე, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა  და დაწერა:
„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: ადრეც უქიათ ბ- ნი ბიძინა ქართული ოცნების წევრებს, ერთადაც და ცალ/ცალკეც, სულ ბოლოს ქ- ნი ვიცე/პრემიერის ქებათაქება მახსენდება, მაგრამ საგანგებო ბრიფინგი და ტრიბუნიდან თქმული სულ სხვა ეფექტია

ნიკა გვარამია: სასოწარკვეთილებაზე, არასერიოზულობაზე, უტვინობაზე და უსინდისობაზე გრძელ სტატუსს დავწერდი, მაგრამ დღეს 21:30 ინგა გრიგოლიასთან ვარ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად მირჩევნია იქ ვილაპარაკო: