ბექა ოდიშარია – ზეთი და წყალი, ულტრამემარცხენეები და მამუკა ხაზარაძის მემარჯვენე ფლანგი ერთად როგორ უნდა გაერთიანდეს?!

ზეთი და წყალი, ულტრამემარცხენეები და მამუკა ხაზარაძის მემარჯვენე ფლანგი ერთად როგორ უნდა გაერთიანდეს?! – ეს ხალხი ვერაფრის ირგვლივ, ვერც ქვეყნის სიყვარულის ირგვლივ ვერ გაერთიანდება, რადგან მათ ქვეყანა არ უყვართ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა მ გააკეთა.
ამასთან, როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, თუ ოპოზიცია გაერთიანდება კარგი იქნება, რადგან “ყველა ერთად შეგროვდება და შემდეგ პოლიტიკური ველიდან ერთად გადახვეტავენ”.
ოდიშარიამ დღეს კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხზეც ისაუბრა. როგორც “ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა, კოალიციური მთავრობა ევროპული დემოკრატიებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ევროპის პოლიტიკური კულტურა, ქვეყნის მდგომარეობა და ოპოზიციის ადეკვატურობა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტისგან განსხვავებულია.
“კოალიციური იქნება თუ არა საქართველოს მომავალი მთავრობა, ამას ქართველი ხალხი არჩევნებით გადაწყვეტს. თუ უმრავლესობაში “ქართული ოცნება” მოვა, ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობამ უმცირესობას – მით უფრო მავნებელ უმცირესობას ძალაუფლება რატომ უნდა გაუზიაროს?! მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს როგორც გამოიყურება სურათი – “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ძალიან დიდი უმრავლესობით მოვა და მთავრობას ერთპარტიულად თავად დააკომპლექტებს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ