ბექა ოდიშარიას მიმართ ოპოზიციონერის უკადრებელი ფრაზა კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას

ბექა ოდიშარიას მიმართ ოპოზიციონერის უკადრებელი ფრაზა კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას
ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის მიერ ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზას – „ მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“. ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, რადიკალების მიერ ჩადენილი ქმედება კარგად ხსნის ორ ჭეშმარიტებას: პირველი ის, რომ ოპოზიციას მსგავსი ქმედებების გამო არცერთი ნორმალური ადამიანი აქციაზე აღარ დგას და მეორე, საქართველოში მშვიდობის და განვითარების ერთადერთი გარანტი მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია. „ბექა ოდიშარიას მიმართ, რომელიღაც მანიაკი ოპოზიციონერის მიერ ნასროლი უკადრებელი ფრაზა, ყველაზე კარგად ხსნის ორ მარტივ ჭეშმარიტებას: 1. ოპოზიციის და მათი აქტივისტების ასეთი მოქმედების გამო არცერთი ნორმალური ადამიანი აქციებზე აღარ დგას, რადგან მსგავსი ტიპაჟების გვერდით დგომა არამარტო ამორალურია, არამედ უკვე დანაშაულის ტოლფასიც გახდა. 2. ყოვლად ზნედაცემული, აგენტებით დაკომპლექტებული ოპოზიციის შემყურე, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მკაფიოდ იაზრებს, რომ საქართველოში მშვიდობის და განვითარების ერთადერთი გარანტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში