ბექა კობახიძე: ძირითადად, ეს საკითხები წყვეტს ჩვენს ბედს. არც ერთ მათგანთან მიხეილ ყაველაშვილსა და შალვა პაპუაშვილს არანაირი კავშირი/გავლენა არ აქვთ, მეტადრე რომელიღაც გურამ მაჭარაშვილს

“ყაველაშვილის “ინაუგურაციისთვის” არ მიყურებია, არც ნიუსები წამიკითხავს ამის შესახებ. პროტესტისა და პოლიტიკური გემოვნების გამო არა, მე სალავიოვს, სკაბაევასა და ასეთებს ვუყურებ.
ამათგან განსხვავებით, ყაველაშვილის “ინაუგურაცია”, მისი “პრეზიდენტობა” და ეს “პარლამენტი” პოლიტიკურად არის არასაინტრერესო.
ახლა პოლიტიკა კეთდება საქართველოს ქუჩებში და მეგობარი ქვეყნების დედაქალაქებში.
ამ ადგილებიდან უნდა ველოდეთ ცვლადს.
ცვლადს ყაველაშვილი და პაპუაშვილი ვერ შემოგვთავაზებენ. დღეს ზოოპარკში მყავდა ბავშვი, ზებრა ვნახე და მაგაზე გამახსენდა.
პოლიტიკურად მე მაინტერესებს შემდეგი:
– მიმდინარეობს თუ არა აქციები ყოველდღიურ რეჟიმში;
– ვინ გადადგა თანამდებობიდან, ვინ მოაწერა პეტიციებს ხელი, ვინ შეუერთდა ბიზნესის პროტესტს, ვინ გაიფიცა;
– რა ხდება ეკონომიკაში;
– როდის გადაწყვეტენ ქოცები რუსული კანონის ამოქმედებას, უნივერსიტეტების დახურვას, საჯარო მოხელეების გათავისუფლებას;
– განწყობები -სა და თავდაცვის სამინისტროში;
– როდის მიიღებს “მეგობარი აქტს”;
– როდის აყვება ამ პროცესს ევროპა;
– ევროკავშირი დააწესებს სანქციებს თუ ორმხრივი სანქციების მინართულებით წავა ვაიმარის სამეული?;
– პატრუშევის, ლავროვის, პესკოვის, პუტინის განცხადებები საქართველოს თემაზე;
– ტრამპის მოლაპარაკებები რუსებთან და უკრაინელებთან;
– ტრამპის საგარეო პოლიტიკური გუნდი და საგარეო პოლიტიკის ანატომია;
– ანაკლიის ჩინელებისთვის მიცემის, ქოცების ირან-ჰეზბოლა-ჰამასთან და რუსეთთან სიახლოვის გათვალისწინებით, რა პოლიტიკა ექნებათ ტრამპს და ნეთანიაჰუს საქართველოში? ეს პოლიტიკა სახელმწიფოს მეთაურების დონეზე აიწევს თუ ქვემოთ დარჩება? თუ ქვემოთ, ვის ხელში?
რა გაქანება ექნება ევროკომისიის ახალ შემადგენლობას? ბიუროკრატები გაკეთებენ საქართველოს პოლიტიკას თუ კაია კალასი დაიკაპიწებს მკლავებს?
– ორბანის დასუსტების პროცესი უნგრულ პოლიტიკაში.
ძირითადად, ეს საკითხები წყვეტს ჩვენს ბედს. არც ერთ მათგანთან მიხეილ ყაველაშვილსა და შალვა პაპუაშვილს არანაირი კავშირი/გავლენა არ აქვთ, მეტადრე რომელიღაც გურამ მაჭარაშვილს,” –  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა .