ბექა : “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ

ისტორიკოსი, პროფესორი ბექა :
წავაწყდი გაოცებულ კომენტარებს, რომ ვერ გავიგეთ რატომ დაუჭირეს ქოცებმა მხარი უკრაინის ტრიბუნალის შექმნას და იქვე გაეროს გენასამბლეის კენჭისყრაზე რატომ მისცეს ხმა ს წინააღმდეგო.
ეს ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ უნდა გავიმეორო და აქედან ამოვიდეთ: 1995 წლის შემდგომი საქართველო, იდეალურისგან შორს მდგომი, მაგრამ რეგიონში ყველაზე თავისუფალი ქვეყანა იყო, რადგან ჩვენ დასავლეთს ვიყავით მიკედლებულები და ის რაღაც დონის ქვემოთ დაშვების უფლებას არ გვაძლევდა. ყველა ყოფილი ხელისუფალი დაამყარებდა ამ ქვეყანაში დიქტატურას, მაგრამ დიქტატურას სჭირდება ორიდან ერთი პირობის ქონა (ან ორივესი): თვითმყოფადი შინაგანი რესურსები (სპარსეთის ყურის ქვეყნები, აზერბაიჯანი და ა.შ.) ან მფარველი ავტორიტარული სახელმწიფო. ჩვენ რესურსები არ გვაქვს,.ხოლო ავტორიტარიზმის მფარველად მხოლოდ გამოდგებოდა ამ ქვეყანაში. რუსეთი კოლონიური ძალაა, საქართველოს არსებობაც კი ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს (უფრო სწორად, იმპერიალისტთა ხედვას ეროვნულ ინტერესებზე), მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ძალთა ბალანსს თუ არ შევთავაზებთ, ის ყველაზე მარიონეტულ რეჟიმსაც კი გადაყლაპავს. არ არსებობს იმპერიალისტურ რუსეთთან modus vivendi-ს პოვნა ძალთა ბალანსის გარეშე. აი როგორც ბუდუ მდივანს ეგონა, რომ რაღაც ავტონომია ექნებოდათ საქართველოში, მაგრამ თავად ქართველი კომუნისტებიც გაანადგურეს, ისეა ეს ამბავი.
ეს 1995 წლის შემდეგ ესმოდა შევარდნაძეს, ესმოდა სააკაშვილს, მაგრამ ვერ გაიგო ივანიშვილმა. მას სჯეროდა, რომ რუსებთან “დალაგება” შესაძლებელია. გააკეთეს კანონმდებლობის, მმართველობისა და საგარეო პოლიტიკის ჰარმონიზაცია რუსეთთან, მაგრამ რუსეთი აქ არ ჩერდება. ისევ, ჯიუტად ითხოვს ოკუპირებული რეგიონების ფორმალურ დაკანონებას. “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ. ჯერ სადაა, ჯერ კარგად მოიცალოს.
ცენტრალურ აზიაში ჩინეთი აბალანსებს, აზერბაიჯანში აზერბაიჯანის არმია და თურქეთი, ში უკრაინის არმია და დასავლეთი, სომხეთსა და მოლდოვას პირდაპირ ვერ წვდება. ლუკაშენკო სახეს იხევს, რომ როგორმე ამერიკელებთან დაალაგოს, ტყვეები გაათავისუფლა, ფეხის წვერებზე დგება, ოღონდ მარტო არ დარჩეს რუსეთთან. ერთი ჩვენი იდიოტები დარჩნენ რუსეთთან ერთი ერთზე. სულ ძალით, რუსეთის საამებლად გადაიკიდეს დააავლეთი, “მულტივექტორული პოლიტიკის” ფარგლებში ახალი ვერავინ მოიზიდეს, ვინც ბალანსად გამოდგება, ჯარის აღმშენებლობისთვის არ გააკეთეს არაფერი (ფაქტობრივად არ გვყავს ავიაცია, არ გვაქვს დრონები და საჰაერო თავდაცვა) და ეს იმ იმედით, რომ რუსები ამაზე ტაშს დაუკრავდნენ. ვერ დალაგდნენ რუსებთან და რუსები კიდევ უფრო მიაწვებიან.
ახლა ცდილობენ რუსებს დაანახონ, რომ შეუძლიათ “ცუდად მოიქცნენ”, დასავლეთს ისევ გაეთამაშონ და იმედი აქვთ რუსებს ეს გააჩერებთ.
არც რუსი არ გაჩერდება, არც არაბი შეიხი გამოადგებათ მისგან თავის დასაცავად მოკავშირედ, არც “სუპსა ვჭამ” ხალხი და არც კორუმპირებული ქოც ელიტა გააკეთებს რეჟიმის დასაცავად რამეს, როცა რუსი ბოლომდე თავზე წამოაჯდება. უკრაინის არმიის წარმატებაზე, პროტესტში ჩაბმულ ხალხზე და დასავლეთზე დიდი გულშემატკივარი არ ყავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს. ესენი ყველა საბოლოოდ გადაიმტერა ქოცმა და, რაც არ უნდა ეცადონ, რუსების წინაშე მაინც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება რეჟიმი.
ვისაც გაინტერესებთ ჩემი მოსაზრება თუ რა არის გამოსავალი, კომენტარებში 2024 წლის არჩევნებამდე დაწერილ სტატიას ვდებ. ეს არის გამოსავალი.
.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }