ბექა კობახიძე: ასეთ დროს, ასეთი სექტანტები რანაირად ხართ? რანაირად ახერხებთ?

“ვილი სანიოლმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიასა და ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში ისეთი მწვრთნელების გვერდით, როგორებიც იყვნენ ნოდარ ახალკაცი, ანდრო ჟორ და გავრილ კაჩალინი.
ამას აწი ვეღარაფერი შეცვლის. ეს კაცი ყველასთან მართალი აღმოჩნდა.
ახლა პოლიტიკაზე ლაპარაკის დრო არ არის, მაგრამ გული მერევა: თამაში რომ დამთავრდა, მთელი საქოცეთი ს გვერდით იჯდა. ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ამას არავინ მიულოცა, ევროპელები ულოცავდნენ მარტო მდგომს.
მერე ტელევიზიებმა (პირველ არხს და რუსთავი 2-ს ვუყურე) ინტერვიუები ჩამოართვეს ს, კობიაშვილს, კალაძეს და არც ახსენეს იქ მყოფი პრეზიდენტი.
ასეთ დროს, ასეთი სექტანტები რანაირად ხართ? რანაირად ახერხებთ? ინსტიქტის დონეზე ყველა ყველას ეხუტება, ადამიანები ვართ…,” –  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე.
საქართველოსა და პორტუგალიის პრეზიდენტები საფეხბურთო მატჩზე

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცა პრეზიდენტმა. ვინც პრეზიდენტს არ მიესალმა და გვერდით ჩაუარა ვლადიმერ დვალიშვილი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ