ბექა კობახიძე: ასეთი იაფფასიანი პროპაგანდა რუს სოლიდურ ბიძას, პოზნერსაც არ უკადრია

“რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ აბაშიძე ჩასულა უცნობთან კიდობანში.
ქართული პოლიტიკის სტაჟიანმა დამკვირვებლებმა 90-იანი წლებიდან ვიცით ვინ არის ზურაბ აბაშიძე: რუსეთში შევარდნაძის ელჩი, იქიდან საარჩევნო ხმების გადმომქაჩავი, ინტელიგენციის წარმომადგენელი “დელეცი” და ბევრი სხვა რამ.
ივანიშვილმა ქვეყნის კრიზისში შეყვანა რომ გადაწყვიტა, ბატონი ზურაბი წყნარად გაერიდა ამ საშარო საქმეს და წავიდა თანამდებობიდან. ადამიანი იფიქრებდა, რომ მას არ სურდა გამხდარიყო ქვეყნის რუსეთზე გადაბარების პირდაპირი შემსრულებელი.
ზემოთ მისი ცოდვები ჩამოვთვალე, მაგრამ ზურაბ აბაშიძე არასდროს ყოფილა იაფფასიანი პროპაგანდისტი. ის იყო აკადემიური, სოლიდური ბიძა.
ახლა, ჩავიდა კიდობანში და უმდარესი პროპაგანდა ილაპარაკა გლობალურ შეთქმულებაზე, საქართველოს ომში ჩათრევაზე, პატრიოტ ხელისუფლებაზე და ა.შ.
რატომ გაიბანძა თავი წარსულში “სოლიდურმა ბიძად” ცნობილმა კაცმა?
ხედავს რომ ქვეყანაში მყარდება ავტორიტარული რეჟიმი, ივანიშვილი გადამწყვეტ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია შესული საქართველოს მოქალაქეებთან და დასავლეთთან. ასეთ დროს გამოჩენილი სისუსტე, გარიდების მცდელობა, მეტადრე “მტრის” მხარეზე გადასვლა არავის ეპატიება. ბატონმა ზურაბმა თავის გაბანძებით გადაწყვიტა გადადგომით ჩადენილი “ცოდვის” გამოსწორება და ამით საკუთარი თავისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ამავე დროს, ზურაბ აბაშიძე ჭიპლარით არის მიბმული რუსეთში საკუთარ კონტაქტებს. ხდება დომინანტი საქართველოში და რუსებმაც უნდა დაინახონ, რომ მას “ჯანსაღი” პოზიცია უკავია.
ასეთი იაფფასიანი პროპაგანდა რუს სოლიდურ ბიძას, პოზნერსაც არ უკადრია. უფრო მეტიც, ომში ჩათრევასა და გლობალური ომის პარტიაზე საუბარი ირაკლი რუხაძემაც არ აკადრა საკუთარ თავს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
საბჭოთა ინტელიგენცია არის ის რაც ის ყოველთვის იყო. ჯერ გამსახურდიამ უწოდა მათ წითელი ინტელიგენცია, მერე მიშამ უწოდა ჩასარეცხები და იყო ამაზე ვიშვიში. აი, ეს არის საბჭოთა ინტელიგენცია,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ