ბექა კობახიძე: ამის უკან კარგი ქართველების დამტვრეული ძვლები და ციხეში გატარებული დღეები დგას. მადლობა ეკუთვნით მათ

“საერთაშორისო წნეხის სრულმასშტაბურობისთვის ორი აუცილებელი დოკუმენტი გვჭირდებოდა/გვჭირდება:
1. ეუთოს მკაფიოდ უარყოფითი დასკვნა არჩევნებზე;
2. “მეგობარი აქტი”-ს მიღება -ს მიერ.
აქამდე დაწესებული სანქციები ძალადობასთან იყო დაკავშირებული. არჩევნებთან ნებისმიერი საერთაშორისო სანქცია, გვინდა თუ არ გვინდა, უნდა ეყრდნობოდეს ეუთოს დასკვნას. ეუთო/ოდირი პოლიტიკურ ნაბიჯებში გაუბედავი ორგანიზაიაა. ამიტომ, შიშით ველოდი მათ დასკვნას. საბედნიეროდ დასკვნა ასახავს რეალობას და ის ისეთია, როგორიც საქმეს სჭირდება. ამიერიდან, ლეგიტიმურად ხსნილია სანქციებზეც და ახალ არჩევნებზეც. ამ დასკვნას და მისგან წარმოშობილ შედეგებს ვეღარაფერი შეცვლის, გარდა ახალი, წესიერად ჩატარებული სა.
“მეგობარი აქტი”, მისი მიღების შემდეგ, იქნება ამერიკის სახელმწიფოს კანონი. მისი მიღებით, ამერიკის მთელი სახელმწიფო მანქანა ჩაერთვება ავტორიტარული რეჟიმის მოგუდვის პროცესში. ის გამოიწვევს არა ცალკეულ პირთა სანქცირებას, არამედ რეჟიმის ყოვლისმომცველ მოგუდვას.
პოლიტიკაზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ამერიკის გაბედულ ქმედებებს მოყვება ევროკავშირის ძლიერი ჩართულობა, რაც ორბანის წინააღმდეგობის დაძლევასაც მოიცავს.
რესპუბლიკელი სენატორები და კონგრესმენები გვეუბნებიან, რომ ამ აქტის მიღებით მალევე დაკავდებიან.
ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. უმნიშვნელოვანესი. ამის შემდეგ ვერაფერი გააჩერებს რეჟიმზე ბოლომდე ჩაჭერას.
ამ ყველაფრის უკან ბოლო სამი კვირის მანძილზე რუსთაველზე მდგარი საქართველოს მოქალაქეები დგანან. ამის უკან კარგი ქართველების დამტვრეული ძვლები და ციხეში გატარებული დღეები დგას. მადლობა ეკუთვნით მათ. ახლა მეტი გამძლეობა და საქმის ბოლომდე მიყვანაა საჭირო,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

„არსის“ დირექტორი: ბიზნესს, 2000-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის ჩვენს კომპანიასაც დაფიქსირებული გვაქვს, რომ მნიშვნელოვანია სასწრაფოდ დეესკალაცია – ამისთვის მოთხოვნილი გვაქვს ვადამდელი არჩევნები და პატიმრების გამოშვება