ბექა დავითულიანი – წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს – ჯერჯერობით არც ოპოზიციის მხრიდან ხდება ესკალაცია

წინასაარჩევნო კამპანია „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსოლუტურად მშვიდად და მშვიდობიანად მიმდინარეობს – ჯერჯერობით არც ოპოზიციის მხრიდან ხდება ესკალაცია, – ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.
დავითულიანი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დაძაბულობის ფონის შექმნას აუცილებლად შეეცდება.
„ოპოზიციას არ აკმაყოფილებს შედეგები, რასაც ის წინასწარ კვლევებში ხედავს. როგორც ყველა სხვა არჩევნების დროს, ახლაც არჩევნების მეორე ტურისთვის მოემზადებიან“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დავითულიანმა დღეს ასევე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
„ეს რეჟიმი ამდენი წლის განმავლობაში ადამიანებს კლავდა. ახლა როცა ამის ფიზიკური საშუალება არა აქვთ, კლავენ სიტყვით – ისეთი რა ბოღმა უნდა გქონდეს, რა უნდა უთხრა კაცს, რომ გულმა დაარტყას და ადგილზე გარდაიცვალოს“, – განაცხადა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით