“ბექას ბავშვური ჩლიფინი” და გვარამიას გინება – ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც სგან მოვისმინეთ, “მოუ@@ვნელი ქალების სინდრომი” ბავშვური ჩლიფინია და ის გინება, რაც სხვებისგან მოისმინა, არსად მოუსმენია აქამდე. შესაბამისად, “მოუ@@ვნელი ქალების სინდრომი”, როგორც ჩანს ხშირად ესმის, თუმცა, არ აკონკრეტებს სად და ვისგან.
გია ვოლსკი:
“ძალიან განვიცადე ის განცდა, რომელიც ბექა ოდიშარიას ჰქონდა. თვითონ გულწრფელი სინანული გამოხატა ამასთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის მისაღები იყო. ეს სიტყვა, თვითონ გამონათქვამი არ ახასიათებს მას. საჯარო სივრცე კი არის, მაგრამ არ ყოფილა ეს გაკეთებული მიკროფონთან, მით უმეტეს, არ ეხებოდა არც კვოტირებას და არც იმ ადამიანებს, ვინც ამ დარბაზში იმყოფებოდა. თქვა, რომ არ ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით სინანულის გამოხატვა გარკვეულწილად უნდა იყოს სიგნალი ადამიანებისთვის, რომლებიც ამაში არ ეძებენ გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. თავს დაესხნენ რომ, რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ბოდიში მოიხადა. იყო ბოდიში მოსახდელი. საოცრება რა არის იცით? ადამიანები მიკროფონთან, ღია ეთერში, პარლამენტში მიკროფონთან ისე ილანძღებიან, მათ შორის, უწმაწური სიტყვებით, რომელსაც ვერც გაიმეორებ. ბექას მიერ ნათქვამი თავის კერძო სივრცეში, სადაც წყლის დასალევად იყო გასული, იმასთან შედარებით არის ბავშვური ჩლიფინი, რაც მე მომისმენია იმ ადამიანებისაგან ვინც დღეს პოლიტიკური ლიდერები არიან, მათ შორის, გვარამიამ ისეთი თქვა, რომ გინების, უწმაწურობის ასეთი ფორმა არც გამიგია.”

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა