ბესიკ ხარანაული – საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს

კვლავაც უფრო, საქართველო!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს
კვლავაც უფრო,
საქართველო,
ეს დღე გათენებულია,
დედამიწის ყველა კუთხე
შენი მაყურებელია,
შეუღები შეგიღია,
შეუძლები შეგძლებია!
ტრიბუნებზე მდგარი ხალხი
ერთურთს ტაშით ეხლებიან,
– ვინ არიან?
კითხულობენ,
– რა ხალხია, რა ერია?
– ჯვრიანი დროშა ფრიალებს,
საქართველო აწერია!

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – საზოგადოების დაკვეთა არ არის ერთიანი სია – ხალხს აინტერესებს მათი როლი და ადგილი ამ საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკოსების ადგილი საერთო სიაში ან ნებისმიერ პარტიულ სიაში