ბესენტი -ისა და ჩინეთის ლიდერების მოლაპარაკებებამდე: მიღწეულია ჩარჩო, რომ შეხვედრა იყოს ძალიან პროდუქტიული

აშშ-მა და ჩინეთმა შეათანხმეს შესაძლო სავაჭრო შეთანხმების ჩარჩო, რომელზეც მომდევნო კვირაში იმსჯელებენ ორი ქვეყნის ლიდერები. და სი ძინპინი ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში შეხვდებიან ერთმანეთს.
-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს აშშ-ში „ტიკტოკის“ მუშაობასა და ჩინეთის იშვიათ მინერალებზე კონტროლის გადავადებას. ბესენტი არ მოელის ჩინურ საქონელზე 100%-იანი ტარიფის დაწესებაზე აშშ-ის პრეზიდენტ ს მუქარის განხორციელებას, ჩინეთი კი განაახლებს აშშ-ისგან სოიოს მასშტაბურ შესყიდვას.
BBC წერს, რომ ორივე ქვეყანა ცდილობს სავაჭრო ომის ესკალაციის თავიდან აცილებას.
ბესენტი მალაიზიაში, „სამხრეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის კულუარებში შეხვდა ჩინეთის ვაჭრობის სფეროს მაღალჩინოსნებს. აზიის ტურნეს ფარგლებში ტრამპი აღნიშნულ სამიტსაც ესწრება. თავის მხრივ, პეკინი აცხადებს, რომ ვაჭრობის საკითხებზე „კონსტრუქციული“ მსჯელობა მიმდინარეობს. ბესენტმა ABC-ს ეთერში განაცხადა:
„პრეზიდენტმა მომცა მაქსიმალური ბერკეტი, როცა ის დაიმუქრა 100%-იანი ტარიფებით, თუკი ჩინელები დააწესებდნენ იშვიათი მინერალების ექსპორტზე გლობალურ კონტროლს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავიდან ავიცილეთ, ტარიფები აცილებულია“, – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ვიცეპრემიერთან მოლაპარაკებების შედეგებზე საუბრისას. CBS-სთან საუბრისას კი მან აღნიშნა, რომ სწორედ ტრამპის 100%-იანი ტარიფებით მუქარამ გახადა შესაძლებელი ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე შედეგების მიღწევა:
„მჯერა, გვაქვს ჩარჩო იმისთვის, რომ ორი ლიდერის შეხვედრა იყოს ძალიან პროდუქტიული ორივე მხარისთვის“.
ჩინეთი გადაამუშავებს მსოფლიოს იშვიათი მინერალების დაახლოებით 90%-ს, რომელიც გამოიყენება როგორც მზის პანელებში, ასევე სმარტფონებში. ჩინეთი დააყოვნებს გლობალური კონტროლის დაწესებას იშვიათი მინერალების ექსპორტზე “ერთი წლით, სანამ საკითხს ხელახლა შეისწავლიან”.
ფორუმი