ბესელია: კალაძის განცხადება იყო უპასუხისმგებლობა, გაქცევა საკუთარი ტვირთისგან (ვიდეო)

მართლმსაჯულების სახლის” ხელმძღვანელის, ს თქმით, კახი კალაძის განცხადება, რომ “სადგურის მოედანზე” დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა”, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ტვირთისგან გაქცევაა.

ბესელიამ აღნიშნა, რომ დაუჯერებელია მოსახლეობას სცოდნოდა, რომ სახლის დანგრევის საშიშროება არსებობდა და გასვლაზე უარი ეთქვათ.

პასუხისმგებლობის განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეს განცხადება კალაძის იყო ისეთი უპასუხისმგებლობა, გაქცევა საკუთარი ტვირთისგან, რომელიც შეუძლებელია არ ესმოდეს ნებისმიერ მოქალაქეს. 

შენ რომ გქვია, საკუთარ თავს ხომ უწოდებენ ხელისუფალს, ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ ამას რა მნიშვნელობა აქვს, თვითონ ხომ აქვთ ყველა მართვის სადავე ხელთ, როგორ შეიძლება იცოდე, რომ სახლი ინგრევა, უყურებ ამას შორიდან და ელოდები თავისი ნებით ვინ დატოვებს შენობას.

არ მჯერა, რომ იცოდე შენი სახლი თავზე დაგენგრევა, ნანგრევებში მოყვები და იტყვი, რომ არა მე ამ სახლში უნდა ვიყო. არ მჯერა,” – განაცხადა ბესელიამ. 

ასევე დაგაინტერესებთ

საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ვატო სურგულაძეს – ვერაფრით დაგეთანხმები, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ, აბსურდია! – ის კი ფაქტია, რომ ბავშვები საახალწლოდ საზეიმოდ ნაძვის ხესთან არ მიუშვით

ვატო სურგულაძე – იქნებ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედოთ?! – მახსოვს „ნაცებზეც“ იძახდით და მეც იმავეს ვამბობდი, ასფალტი ვჭამოთ?! – ყველა თქვენი პრემიერი კორუმპირებული ან სამშობლოს გამყიდველია, მოდი, ვისაუბროთ, ქალაქს და ქვეყანას რა უჭირს

გიორგი შარაშიძე – არსებობს ეჭვი, რომ ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხზე კანონდარღვევა მოხდა და ამიტომ, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 5 დღეში გამოძიებული საქმე შერაცხოს ჭეშმარიტებად – რაც მეტია „ოცნების” ისტერიკა, მეტად ჩნდება კითხვები