ბერლინში 9 მაისს რუსული დროშის და სხვა სიმბოლიკების გამოყენება აიკრძალება

გერმანიის ხელისუფლება 9 მაისს რუსული დროშის, სამხედრო ფორმისა და სხვა სიმბოლიკის მქონე ელემენტების – Z და V ასოების შემცველი პლაკატების – გამოყენებას აკრძალავს, რომელიც შესაძლოა კრემლის სიმბოლიკად იქნეს აღქმული.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ukrainska Pravda ავრცელებს.
8 და 9 მაისს ბერლინში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების აღსანიშნად, რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი – მათ შორის, მსვლელობა ბრანდენბურგის კარიბჭესთან და საბჭოთა მემორიალებზე ყვავილების მიტანა.
სამთავრობო კვარტალში გაიმართება უკრაინის მხარდამჭერი აქცია “მშვიდობა ევროპას! შორს რუსი ჯარისკაცები უკრაინისგან”.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს, 9 მაისს, ბერილნში შესაძლოა გამოჩნდეს პრო-პუტინისტური დაჯგუფება ღამის მგლები