ბერლინში ფრიდრიხ მერცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრა გაიმართება

ბერლინში, ხვალ ფრიდრიხ მერცის, ემანუელ მაკრონისა და კირ სტარმერის შეხვედრა გაიმართება, – ინფორმაციას გამოცემა
„ფრანს-პრესი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ხვალ, ბერლინში ევროპის ციფრული სუვერენიტეტის სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
სამიტის შემდეგ, ფრიდრიხ მერცსა და ემენუელ მაკრონს ვახშამზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი შეუერთდება.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელს მერცის, მაკრონისა და სტარმერის შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩომახაშვილი: მოვუწოდებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება, ბავშვებისთვის წამლის შეძენასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ …

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას