ბერლინში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი გამოვიდა

ბერლინში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი გამოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წვიმის მიუხედავად ბერლინში რაიხსტაგის შენობასთან ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიისა და მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ აქციაზე 150 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
შაბათს დილით 150 ათასი დემონსტრანტის შეკრების შესახებ ინფორმაცია პოლიციის პრესმდივანმა ანია დირშკემ გაავრცელა. თავად აქციის ორგანიზატორებმა 300 ათასი დემონსტრანტის შესახებ განაცხადეს. ბერლინის გარდა საპროტესტო აქციებმა ასევე ჩაიარა დრეზდენსა და ჰანოვერში.
აქციას „ტვიტერის“ პირად გვერდზე მიესალმა გერმანიის კანცლერი .
„აიზენახში, ჰომბრუგში თუ ბერლინში: ქვეყნის მასშტაბით პატარა და დიდ ქალაქებში ბევრი მოქალაქე ერთად იკრიბება, რათა პროტესტი გამოხატოს დავიწყების, სიძულვილისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ – მათ შორის ამ შაბათ-კვირასაც. ძლიერი სიგნალი დემოკრატიის და ჩვენი ძირითადი კანონისთვის“, – წერს შოლცი.
ცნობისთვის, სამი კვირის განმავლობაში გერმანიის მასშტაბით ათობით ათასი ადამიანი იკრიბება ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ აქციებზე. აქციებისთვის ბიძგი 10 იანვარს მედიაკომპანია Correctiv-ის მიერ გავრცელებული მასალა გახდა, რომლის თანახმადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ექსტრემისტებთან შეხვედრაზე განიხილავდნენ იმიგრანტებისა და „არაასიმილირებული მოქალაქეების“ ქვეყნიდან გაძევებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ