ბერენტი: საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია: ხალხი არც მთავრობითაა კმაყოფილი და არც – ოპოზიციას ენდობა

„ფრიდომ ჰაუზის“ მიერ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ „გარდამავალი ქვეყნების“ შესახებ ანგარიშში, საქართველო გარდამავალი მთავრობების/ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაშია. ანგარიშში საუბარია თავდასხმებზე სასამართლო სისტემაზე, შესაძლო პოლიტიკური საფუძვლის მქონე საკამათო საქმეებსა და გასამართლებებზე, პოლიტიკური პროცესების ბოიკოტირებაზე, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფებზე. მარკ ბერენტი, „ფრიდომ ჰაუზის“ ევრაზიის პროგრამების დირექტორი, ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესი გაგრძელდეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, რადგან ეს ქართული პოლიტიკის გაჯანსაღებას გამოიწვევს. მანამდე კი, მისი აზრით, მოსახლეობა არც მთავრობითაა კმაყოფილი და არც ოპოზიციას ენდობა:
„გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ 2020 წლის ანგარიში ამბობს, რომ ახლა ყველაზე ნაკლები დემოკრატიაა ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში. კლებისა და გაუარესების რა ძირითადი ტენდენციები გამოავლინა ამ კვლევამ?
ვფიქრობ, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია, სადაც ერთი მხრივ მოსახლეობა იმედგაცრუებულია მოქმედი ხელისუფლებით, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სხვადასხვა ტიპის სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საჭიროებებს. იმედგაცრუება, გაღიზიანება იზრდება, და ამავე დროს ხალხი არ ენდობა ოპოზიციას, რომელსაც სააკაშვილის მთავრობის ცუდ დროებთან ასოცირდება მათთვის. მარკ ბერენტი
იყო მნიშვნელოვანი კლება და გაურესება ევროპისა და ევრაზიის რეგიონში. იყო თავდასხმები დემოკრატიულ ინსტიტუტებზე. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, პირველ წლებში ჩვენ დემოკრატიის ერთგვარი აღზევება ვნახეთ. დემოკრატია იქნებოდა ეს თუ ის, რასაც ადამიანები მიიჩნევდნენ დემოკრატიულ მმართველობად. ვფიქრობ, ზოგ შემთხვევაში შეიძლება დემოკრატიებად გამოცხადებული ქვეყნებისთვის არც კი იყო ინდიკატორები, იყვნენ თუ არა ისინი დემოკრატიულები. ეს პრობლემა გახლდათ, რადგან მაშინ საჭირო იყო დემოკრატიისთვის საჯარო მხარდაჭერის კონსოლიდირება, ხალხის მიერ იმის გააზრება, რომ დემოკრატია გულისხმობდა მთავრობებისა და მათ პასუხისმგებლობებსაც, მონაწილეობასაც, ამგვარი დისკუსიები არ გამართულა.
ავტორიტარი ლიდერებისთვის ადვილი გახდა დემოკრატიისა და დემოკრატიული იდეალების დისკრედიტება, რადგან ადამიანები ვერ იღებდნენ იმას, რასაც ელოდნენ. ვფიქრობ, ახლა რეგიონში დემოკრატიის უკეთესი გაგება არსებობს. ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებულია ეკონომიკისა და დემოკრატიის ასოცირებაც, რაც არ არის მართებული. ადამიანები მოელიან, რომ დემოკრატია მათ კეთილდღეობას მოუტანს, როცა სინამდვილეში დემოკრატია მძიმე შრომაა, და მას აუცილებლად არ მოაქვს კეთილდღეობა, მას მოაქვს ბევრი შესაძლებლობა, ბევრი სხვა პოზიტიური რამ, მაგრამ – არა უშუალოდ ცხოვრების მაღალი სტანდარტი. ასე რომ, უმძიმესი ეკონომიკური კატასტროფისა და კოლაფსისას რეგიონში ხალხმა ესეც დემოკრატიას დაუკავშირა.
გარდა ამისა, ვფიქრობ დასავალეთშიც, თითქოს თავისთავად ვგულისხმობდით, რომ ადამიანები შეთანხმებულნი არიან დემოკრატიაზე [მის არსზე]. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ იყო საზიარო, საერთო ღირებულება, მაშინ, როდესაც უფრო ძლიერად უნდა გვემუშავა, გვეძებნა მოკავშირეები. ამის ნაცვლად კი, ვფიქრობ, ჩვენ გავფლანგეთ ძალიან ბევრი დრო, კეთილი ნება და ნდობა. მემკვიდრეობით კი მივიღეთ სუსტი სამოქალაქო საზოგადოება, გარდამავალი მედია სფერო, გამუდმებით პოლიტიზებული სასამართლო და ახლა ეს ყველაფერი უფრო რთული და უფრო ფესვგამდგარია.
არის ისეთი რამ, რაც ამ ქვეყნებს ერთი ქუდის „გარდამავალი ქვეყნების“ ქვეშ აერთიანებს? რა საერთო გამოწვევები აქვს ამდენ განსხვავებულ ქვეყანას?
ამდენ ქვეყანას ალბათ ასე კონკრეტულად არაფერი აერთიანებს. მაგრამ ვფიქრობ, არის ზოგიერთი საკითხი, რომელიც ყველა ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი პოლიტიკური პროცესების, პოლიტიკური პარტიების და ს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის საჭიროება. ასევე სასამართლო სისტემა, რომელიც თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენისგან, გვჭირდება შეკრების, გამოხატვის, გაერთიანების ფუნდამენტური თავისუფლებები, რომელიც ყველასთვის გარანტირებულია და არა მხოლოდ “პოპულარული” ხალხისთვის, ან მხოლოდ იმათთვის, ვისაც გინდა, რომ ეს უფლება მიანიჭო.
აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მაგალითზე ვიტყოდი, რომ ბევრი რამ არის საერთო, ვიცით, რომ რეგიონში არ არის ძლიერი მედია. არ არის ერთი ქვეყანაც კი, რომელზეც ვიტყოდი, რომ მედია თავის ფუნქციას ასრულებს ისე, როგორც უნდა ასრულებდეს. ისინი მაინც სხვადასხვა „ინტერესების“ მფლობელობაშია. ეს ინტერესები კი იმ ინფორმაციის პოლიტიზირებას იწვევს, რომელიც საზოგადოებას მიეწოდება. ეს ხდება საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ყველგან.
იმედიანად ვარ განწყობილი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ, რომ ვნახავთ მეტი პოლიტიკურ პარტიის შემოსვლას პარლამენტში. საბოლოოდ შეიძლება დაიწყოს ალტერნატივების განვითარება ამ „ორ ჯგუფს შორის არჩევანის“ მიღმაც, რომლებსაც ქვეყანაში პოპულარული მხარდაჭერა აღარ აქვს. მარკ ბერენტი
ყველგან პრობლემურია სასამართლო სისტემაც. არ არის არცერთი ქვეყანა, სადაც არ არის პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაში. ყველგან თავდასხმის სამიზნეა სამოქალაქო საზოგადოებაც. არის ბევრი მცდელობა იმისა, რომ მათი დისკრედიტება მოხდეს სხვადასხვა დონორის მხრიდან თანხის აღების გამო, „გრანტიჭამიებად“ მათი მოხსენიებით, ან პოლიტიკურად მიკერძოებულებად წარმოჩენით.
რეგიონში ზოგადი ცინიზმი არსებობს და ადამიანებს, რომლებიც პრინციპის პოზიციიდან საუბრობენ, ან მატყუარებს უწოდებენ ან – სულელებს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ისინი პრინციპული ადამიანები არიან მთელ რეგიონში, მათ სჭირდებათ ხმა და სამწუხაროდ ამ პრინციპების მქონე ადამიანებს არ აქვთ ხმა, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად.
ვხედავთ, რომ მთავრობები და პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ ყველა სახის არადემოკრატიული საშუალების გამოყენებით. შესაძლოა, ახლა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის დრო დამთავრებულია, მაგრამ ს მოპარვა კვლავ შეიძლება ადამიანების დეზინფორმირებით იმის თობაზე, თუ რა არის მთავარი პრობლემები.
თუმცა, ამავე რეგიონში ბევრი რამაა ისეთი, რაც არ არის ჩვეული: მაგალითად ის, რომ ავტორიტარიზმი არ არის სტაბილური. შეუძლებელია ის დიდხანს გაგრძელდეს. თუკი ხალხი ასეთ ლიდერებს რეალურად არ ეთანხმება, არ უჭერს მხარს, ისინი დიდხანს ვერ მართავენ. რაც უფრო დიდხანს და ამგვარად, მანდატის გარეშე მართავენ ასეთი ხელისუფალნი, უფრო მეტად იყენებენ მძიმე, ძალადობრივ და არალეგიტიმურ საშუალებებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, და ამავე დროს მით უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვთ მათ. საბოლოოდ კი ისინი ვერ გაიმარჯვებენ.

სად არის საქართველოს ადგილი ამ რუკაზე? როგორია მისი გამორჩეული თუ სხვების მსგავსი გამოწვევები დემოკრატიული გარდაქმნის კუთხით?
იცით, ქართველებს არ უყვართ ამის მოსმენა, მაგრამ ისინი საუკეთესონი არიან ცუდ სამეზობლოში, მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი საუკეთესონი არიან [ზოგადად, დემოკრატიის კუთხით]. საქართველო კონკურენციას უწევს, ეჯიბრება ს, სომხეთს, მოლდოვას. მაგრამ მათ სურთ, რომ მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან იყვნენ შედარებულნი ეს მესმის.
თუმცა, ქვეყანას ბევრი წინსვლაც აქვს. საზოგადოება უაღრესად განახლებულია; თუკი მოქალაქეებს დღის ახალი ამბების გაგება სურთ, აქვთ წვდომა ამ ინფორმაციაზე, შეუძლიათ მოიძიონ და მიიღონ ზომები საკუთარი თავის ინფორმირებისთვის, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მედია გარემო საქართველოში პოლარიზებულია. არ არის არცერთი ტელევიზია, რომელსაც მე სრულად და აბსოლუტურად ვენდობოდი, მაგრამ ამავე დროს ძალიან ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება გვაქვს, არა მხოლოდ 10-15 არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისში, რომლებიც სტატიების სათაურებში ხვდებიან და ყველა მათ მიიჩნევს სამოქალაქო საზოგადოებად, არამედ რეალურად ასობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი არის ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაში მთელ ქვეყანაში.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ყველაზე წარმატებული ისტორია აქვს, რადგან ყველაზე ბნელ დროსაც, შევარდნაძისა და სააკაშვილის ადმინისტრაციის ისეთ პერიოდშიც, როდესაც დემოკრატიის სხვა ნაწილები წინ არ მიიწევდა, სამოქალაქო საზოგადოება მაინც ყვაოდა. და ეს არასდროს ყოფილა სრულად შესუსტებული. ახლა ნამდვილად გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების 30-წლოვანი ისტორია, რაც რეალურად უნიკალურია, რადგან ამას ვერ ვხედავთ სხვა ქვეყნებში.
მაგრამ რას იტყვით დემოკრატიულ ინსტიტუტებზე?