აი, თუ კალაძე და სხვა მერები „20%-იანები“ არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა? ვინ ხარ შენ, სულელი თუ „ოცნებასთან” გარიგებული? – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, ყველაფერი გადაფასდება.
„2 დღეა ვაკვირდები ბოიკოტისტების და ვერშემდგარი რევოლუციონერების მოლაპარაკე ფუყე თავთავებს:
„კალაძე 20%-იანი მერია”, „კალაძეს 20%-იანი ლეგიტიმაცია” აქვს და ამ ამბავში ყველაზე თავხედობა ისაა, რომ ამ ფაქტს თავიანთი მავნე ბოიკოტისტური პოზიციის არგუმენტად იყენებენ.
აი, თუ კალაძე და სხვა მერები “20%-იანები” არიან, შენ რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში? რატომ დატოვე სახლში? რატომ წაართვი არჩევნებში გამარჯვების რწმენა? ვინ ხარ შენ, სულელი თუ “ოცნებასთან” გარიგებული?
რატომ აჩუქე “ოცნებას” ყველაფერი ადგილობრივ დონეზე? რატომ დატოვე ხალხი სრულიად მარტო “ოცნების” ადგილობრივი ფეოდალების და კორუფციონერი ჩინოვნიკების პირისპირ?
ამაზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ, აუცილებლად გადაფასდება ეს ყველაფერი“, – წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.
