ბეჟაშვილი ენმ-ს ოფისზე თავდასხმაზე: გამოძიება ჯგუფური თავდასხმის მუხლით უნდა დაიწყოს

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ს განცხადებით, -მ “ცინიკურად” საქმე სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა, რეალურად კი, როგორც თავად ამბობს, საქმე ჯგუფურ თავდასხმას ეხება.
“შსს-მ საქმე ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით აღძრა და ამით ცხადად ჩანს, რომ შსს ასეთი ბანდიტური ჯგუფების რეალური მფარველია… მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა”, – ამბობს ლევან ბეჟაშვილი. “ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ეს მუხლი არის განხორციელებული გუშინდელ ღამის თავდასხმის ფაქტში განხორციელებული ამიტომ, შსს-მ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“.
ენმ-ს ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი გასულ ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ.