აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი ბენ ჰოჯესი ფეოდოსიის პორტში უკრაინელების მიერ რუსული სადესანტო გემის განადგურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორ მანძილზე მოქმედი მეტი რაკეტა რომ ჰქონდეს, რუსები ანექსირებული ყირიმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის გამოყენებას ვერ შეძლებდნენ.
„წარმოიდგინეთ, უკრაინას რომ კიდევ ასი ATACMS, TAURUS, Storm Shadow ან SCALP ჰქონდეს? ყირიმი რუსეთისთვის გამოუსადეგარი ბაზა იქნებოდა. არც სამხედრო-საზღვაო ფლოტი, არც საჰაერო ძალები, არც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დრონების გაშვება, არც ლოგისტიკური კერა რუსეთის თავდაცვის შესანარჩუნებლად სამხრეთ უკრაინაში, არც ქერჩის ხიდი“, – წერს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი “ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.