ბენჯამინ ჰადადი – უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება მშვიდობას უფრო შორეულს ხდის

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჯამინ ჰადადი აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ მშვიდობას „უფრო შორეულს“ ხდის, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ფუნდამენტურად, თუ მშვიდობა გინდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება აძლიერებს მას, თუ უფრო შორეულ ხდის? უფრო შორეულს ხდის, რადგან აძლიერებს აგრესორს ადგილზე, რომელიც არის რუსეთი“, – ციტირებს Reuters-ი საფრანგეთის მთავრობის მინისტრს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?