ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მეხუთე დაბადების დღესთან დაკავშირებით, SOLO X-ისა და VISA-ს მხარდაჭერით, გამოფენა „ბენქსი: ლეგენდის დაბადება, სტივ ლაზარიდისის კურატორობით“ 14 თებერვლამდე ღიაა დამთვალიერებლისთვის. ნამუშევრები 30 000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა უკვე იხილა.
