ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე – ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია ზიანი მოგვაყენოს და ჩვენ გულხელდაკრეფილი ვიქნებით, ძალიან ცდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ ს ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმებს უკიდურესად ძლიერ პასუხს გასცემს.
„ვინც ფიქრობს, რომ შეუძლიათ ზიანი მოგვაყენონ და ჩვენ გულზე ხელებს დავიკრეფთ, ძალიან ცდება. უკიდურესად ძლიერ პასუხს გავცემთ, მზად ვართ ძალიან ძლიერი მოქმედებისთვის ჩრდილოეთში. ამა თუ იმ გზით ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ჩრდილოეთით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში ლიბანის ტერიტორიიდან „ჰეზბოლას“ თავდასხმები გამწვავდა. ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე საათის შემდეგ კი „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ ჰურფეიშს დრონებით დაარტყა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა.