– ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ისრაელის წინადადებასა და ჯო ბაიდენის მიერ წარმოდგენილ პირობებს შორის განსხვავებები არსებობს

ისრაელის პრემიერ – მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ისრაელის მიერ წარდგენილ ვერსიასა და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შორის განსხვავებები არსებობს.
„წინადადება, რომელიც ბაიდენმა წარმოადგინა, არასრულია. ომი შეჩერდება მძევლების დასაბრუნებლად, შემდეგ კი დისკუსიებს გავმართავთ. არის სხვა დეტალები, რომლებიც -ის პრეზიდენტმა საზოგადოებას არ წარუდგინა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, -ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

ასევე დაგაინტერესებთ