ბენიამინ ნეთანიაჰუ – საერთაშორისო ზეწოლა „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომს ვერ შეაჩერებს

ისრაელს “ჰამასის” წინააღმდეგ ომის გაგრძელებაში ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის საერთაშორისო ზეწოლა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი „გააგრძელებს ბოლომდე, გამარჯვებამდე, “ჰამასის” განადგურებამდე“.
„მინდა ნათლად ვთქვა – გავაგრძელებთ ბოლომდე. ასეთი შეკითხვა საერთოდ არ არსებობს, ამას ვამბობ დაღუპული ჯარისკაცების დიდი ტკივილის, ასევე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ვერაფერი შეგვაჩერებს, წავალთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, გუშინ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმების უმრავლესობით მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 153 წევრმა ქვეყანამ, 10 ქვეყანა წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 23-მა – თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად