„ბენიამინ ნეთანიაჰუ რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, აშშ შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის ისრაელისთვის მიწოდებას“ – ბაიდენი

რაფაჰში ფართომასშტაბიანი შეჭრის ბრძანებას თუ გასცემს, შეაჩერებს ზოგიერთი ამერიკული იარაღის სთვის მიწოდებას. ამის შესახებ აშშ-ის პრეიზდენტმა, ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ამ ბომბების შედეგად ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და იმ სხვა გზებით, რომელთა სამიზნეც იყო დასახლებული პუნქტები. მე გარკვევით განვაცხადე, რომ თუ ისინი შევლენ რაფაჰში, სადაც ჯერ არ შესულან, არ მივაწოდებ იარაღს, რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა რაფაჰთან საბრძოლველად, ქალაქებთან საბრძოლველად – ეს კი ამ პრობლემას წყვეტს,“ – განაცხადა მან.
ბაიდენის თქმით, არ მიიჩნევს, რომ ისრაელის რაფაჰზე იერიში სახმელეთო ოპერაციაა.
„ისინი არ შესულან დასახლებულ პუნქტებში. რაც გააკეთეს არის საზღვარზე,“ – თქვა მან.
ინტერვიუს დროს ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, გადაკვეთა თუ არა ისრაელმა წითელი ხაზი, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერ არა.

ასევე დაგაინტერესებთ