ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმა რაფაჰის ბანაკზე ტრაგიკული შეცდომა იყო.
“ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, რომ არ დავაზიანოთ ის, ვინც ჩართული არაა, სამწუხაროდ, ტრაგიკული შეცდომა მოხდა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რაფაჰში, დევნილთა ბანაკში კვირას ისრაელის თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხდარის გამო გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.