ბენიამინ ნეთანიაჰუ – ომი არ უნდა შეწყდეს, ვიდრე არ განვახორციელებთ ყველა მიზანს, ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე, მეგობრებს

ს პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ მისი ყველა მიზანი არ შესრულდება.
“ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ არ განვახორციელებთ მის ყველა მიზანს – „ჰამასის“ ლიკვიდაციას, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნებას და დაპირებას, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს. ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა „ჰეზბოლასაც“ მიმართა და აღნიშნა, რომ იმუნიტეტით არცერთი ტერორისტი არ სარგებლობს.
„ვთავაზობ „ჰეზბოლას“ ისწავლოს ის, რაც ჰამასმა უკვე ისწავლა ბოლო თვეებში: არც ერთი ტერორისტი არ არის იმუნური. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ეს არის ეროვნული მიზანი, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ და მის მისაღწევად პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ. თუ შევძლებთ, ამას დიპლომატიური გზებით გავაკეთებთ, თუ არა, სხვა გზით ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.