ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ს თავდაცვის ძალების რადიო ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ იურისტებთან შეხვედრას დღეს, თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართავს და მასთან ერთად შეხვედრას გენერალური პროკურორი, გალი ბაჰარავ-მიარა, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები.
გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ღაზაში მიმდინარე ომის შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლომ საქმის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოლაპარაკებების დაწყებისას უკრაინა საუკეთესო მდგომარეობაში იყოს – სასწორზე გეოპოლიტიკური კონტექსტი დევს

ირაკლი კირცხალია საგამოძიებო კომისიის შექმნაზე – ახალგაზრდებისთვის, ვისაც გულწრფელად სჯერათ, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფები პროევროპულ ძალას წარმოადგენენ, იქნება ლუსტრაცია, რეალურად რით იყვნენ ისინი დაკავებული 2012 წლამდე