ბენიამინ ნეთანიაჰუ მაკრონის განცხადებაზე – ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესების მოთხოვნა სამარცხვინოა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადება სთვის იარაღის მიწოდების შესახებ სამარცხვინოა.
„ტერორის ღერძი ერთად დგას. მაგრამ ქვეყნები, რომლებიც სავარაუდოდ ეწინააღმდეგებიან ამ [ღერძს] ითხოვენ ისრაელზე იარაღის ემბარგოს დაწესებას. რა სამარცხვინოა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მისი მტკიცებით, ისრაელი გაიმარჯვებს მათი მხარდაჭერით ან მის გარეშე, მაგრამ მათი სირცხვილი ომის გამარჯვების შემდეგაც დიდხანს გაგრძელდება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ამ განცხადებას ემანულ მაკრონის ოფისი გამოეხმაურა და ნეთანიაჰუს რეაქცია შეაფასა, როგორც „გადაჭარბებული და საფრანგეთისა და ისრაელის მეგობრობისგან მოწყვეტილი“. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი კვლავ ისრაელის მტკიცე მეგობარია.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზის სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს