ბენიამინ ნეთანიაჰუ – კარიმ ხანის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს – სასამართლოს ფარსად გადააქცევს

ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს, – ასე გამოეხმაურა ს პრემიერ-მინისტრი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის მიერ მისი და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერების მოთხოვნას.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება ისრაელის დემოკრატიულად არჩეული ლიდერების დაპატიმრების ორდერის მოთხოვნის შესახებ ისტორიული მასშტაბის მორალურ აღშფოთებას წარმოადგენს. ეს საერთაშორისო სასამართლოზე სირცხვილის სამუდამო კვალს დატოვებს“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ მისი და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული აბსურდული ბრალდება ისრაელისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევის მცდელობაა.
„ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს. ის რაღაც განსხვავებულს აკეთებს. მთელ მსოფლიოში მძვინვარე ანტისემიტიზმის ცეცხლზე ნავთს თავხედურად ასხამს“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო ისრაელს „ჰამასის“ დამარცხებასა და გამარჯვების მიღწევაში ხელს ვერ შეუშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?